Content-Length: 331207 | pFad | https://ka.wikipedia.org/wiki/#cite_ref-G_1-2

ვიკიპედია, თავისუფალი ენციკლოპედია შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

Windows XP-ის ინტერფეისი
Windows XP-ის ინტერფეისი
Windows XPMicrosoft-ის ოპერაციული სისტემა რომელიც შედის Windows NT-ის ოჯახში. იგი გამოუშვეს 2001 წლის 25 ოქტომბერს. სახელწოდება XP წამოვიდა ინგლისური სიტყვიდან experience (გამოცდილება). სისტემის გამოცემიდან მოყოლებული, 2006 წლის იანვრის მონაცემებით მსოფლიოში უკვე გამოიყენებოდა მისი 400 მილიონი ასლი. სისტემის წარმატებამ გამოიწვია Microsoft-ის შემდეგი ოპერაციული სისტემით, Windows Vista დაინტერესება, რომელიც 2007 წლის 30 იანვარს გამოვიდა.

სიახლეები

მარია კორინა მაჩადო

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


25 ოქტომბერი — ამ დღეს...

აფონსო I
აფონსო I
  • 1147 : პორტუგალიელები, აფონსუ I-ის ხელმძღვანელობით, და ჯვაროსნები ლისაბონს იღებენ ოთხთვიანი ალყის შემდეგ.
  • 1935 : ადოლფ ჰიტლერი და ბენიტო მუსოლინი რომი-ბერლინის აქსისს ქმნიან.
  • 1962 : კარიბის კრიზისი — ედლაი სტივენსონი გაეროს სხდომაზე კუბაზე საბჭოთა ბირთვული ქობინების არსებობის დამადასტურებელ ფოტოებს ააშკარავებს.
  • 1991 : ათდღიანი ომიდან სამ თვეში სლოვენიას იუგოსლავიის სახალხო ჯარის ბოლო ჯარისკაცი ტოვებს.
  • 1992 : ლატვია პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველ კონსტიტუციას იღებს.
  • 2001 : „მაიკროსოფტმა“ ოპერაციული სისტემა Windows XP გამოუშვა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი








    ApplySandwichStrip

    pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


    --- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

    Fetched URL: https://ka.wikipedia.org/wiki/#cite_ref-G_1-2

    Alternative Proxies:

    Alternative Proxy

    pFad Proxy

    pFad v3 Proxy

    pFad v4 Proxy