აჯმერი
აჯმერი (აჯამერუ) — ქალაქი ინდოეთში, რაჯასტანის შტატში მდებარე აჯმერის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც არავალის მთებითაა გარემოცული.
ბრიტანული ინდოეთის დროს რაიონს ერქვა აჯმერ-მერვარა, რომელიც ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე გადაკეთდა აჯმერის შტატად. 1956 წლის 1 ნოემბერს შტატს დაარქვეს რაჯასტანის შტატი.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მდებარეობს არავალიის მთებში ტარაგარხის თხემზე, რომლის ჩრდილოეთით მდებარეობს ანასაგარის ხელოვნური ტბა.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აჯმერი ერთ-ერთი მსხვილი რკინიგზის საკვანძო და სავაჭრო ცენტრია. ქალაქში განლაგებულია ფაბრიკები, რომლებიც აწარმოებენ, საპონს, ტყავს, ფეხსაცმელს, ტრიკოტაჟს და ფარმაცევტულ პროდუქტებსაც კი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 112.