Content-Length: 101592 | pFad | https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90

კოპროფაგია - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

კოპროფაგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოპროფაგია (ბერძ. ϰόπρος — „განავალი“ და φάγος — „შთამნთქმელი“) — ცხოველთა კვების რეჟიმი, როდესაც ისინი იკვებებიან ექსკრემენტებით. უხერხემლოებს შორის კოპროფაგია გავრცელებულია მრავალ მცირეჯაგრიან ჭიაში და განსაკუთრებით მწერებში (ფუნდურები, წყლის ხოჭოები და ორფრთიანთა მატლები, ჯავშნიანი ტკიპები და სხვ.). კოპროფაგები ასწრაფებენ ორგანული ნარჩენების დაშლას, ხელს უწყობენ ნიადაგის ჰუმიფიკაციის პროცესს. ძუძუმწოვრებს შორის კოპროფაგები არიან კურდღლისნაირნი და მრავალი მღრღნელი, რომლებიც საკუთარ ექსკრემენტებს ჭამენ; ამგვარად საკვები ორჯერ გაივლის მათ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, რაც საჭმლის მონელების ეფექტურობას ზრდის. კოპროფაგიის წყალობით განავალში არსებული ნაწლავის მიკროფლორა უზრუნველყოფს ცელულოზისა და სხვა ნაერთების უფრო მეტად დაშლას, აზოტოვან ნაერთთა რეუტილიზაციას, მათ შორის მიკროფლორის მიერ გამომუშავებული ამინომჟავებისა და ვიტამინების.[1]

  1. Копрофаги // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 216.








ApplySandwichStrip

pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


--- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

Fetched URL: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90

Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy