სემასიოლოგია
სემასიოლოგია (ბერძნულად sēmasia – მნიშვნელობა და ...ლოგია) — ლექსიკოლოგიის დარგი (განშტოება), რომელიც შეისწავლის სიტყვის მნიშვნელობას (საგნობრივ მიმართებას), მის აგებულებას და დროში ცვალებადობას. ზოგჯერ სემასიოლოგია უფრო ფართოდაც ესმით, როგორც სიტყვის შინაარსეული მხარის შემსწავლელი მეცნიერება.
სემასიოლოგია ფართო გაგებით შეისწავლის გრძნობითს ელფერს, სტილისტურ ღირებულებას.
სემასიოლოგია, როგორც ისტორიული ენათმეცნიერების დარგი, შეიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში, როდესაც კ. რაიზიგმა (K. C. Reisig) მოძღვრება სიტყვის მნიშვნელობის შესახებ მოათავსა გრამატიკულ დისციპლინათა შორის. კ. რაიზიგსავე ეკუთვნის სახელწოდებაც, რომელიც გავრცელდა გერმანულენოვან და რუსულ (მოგვიანებით საბჭოთა) სპეციალურ ლიტერატურაში (თანამედროვე ფრანგულ- და ინგლისურენოვან საენათმეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებულია ს ე მ ა ნ ტ ი კ ა).
ამჟამად სემასიოლოგია შეისწავლის სიტყვის მნიშვნელობის ცვლას, მნიშვნელობათა კლასიფიკაციას, სიტყვის შინაარსობრივი მხარის აგებულებას, ენობრივი ნიშნის ბუნებას და მისი კვლევის მეთოდებს.
თანამედროვე სემასიოლოგიური კვლევის უმთავრესი მიმართულებებია კომპონენტური ანალიზი (ლ. იელმსლევი (Hjelmslev)), დისტრიბუციული ანალიზი (ს. ზვიაგინცევი), სემანტიკური ველების თეორია (ტრირი, ვაისბერგერი, პორციგი), ლექსიკურ-სემანტიკური ვარიირება (ვ. ვინოგრადოვი) და სხვები.
ლექსიკის სემასიოლოგიურ კვლევას უპირისპირდება ო ნ ო მ ა ს ი ო ლ ო გ ი ა, სიტყვის, როგორც სახელწოდების, კვლევა. ზოგჯერ სემასიოლოგია იხმარება ლექსიკოლოგიის ფარდად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- semanticsarchive.net
- Teaching page for A-level semantics დაარქივებული 2009-08-30 საიტზე Wayback Machine.
- Chomsky, Noam; On Referring, Harvard University, 30 October 2007 (video) დაარქივებული 27 December 2007[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- Jackendoff, Ray; Conceptual Semantics, Harvard University, 13 November 2007(video) დაარქივებული 28 September 2008[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები