Content-Length: 327805 | pFad | http://ka.wikipedia.org/wiki/#cite_note-15

ვიკიპედია, თავისუფალი ენციკლოპედია შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

ხისტი სისტემის დირიჟაბლი, 1930-იანი წლები
ხისტი სისტემის დირიჟაბლი, 1930-იანი წლები

დირიჟაბლი (ფრანგ. dirigeable) — ჰაერზე მსუბუქი მართვადი საფრენი აპარატი.

დირიჟაბლის ძირითადი ნაწილებია აირით (ჩვეულებრივი წყალბადით ან ჰელიუმით) გავსებული კორპუსი, კორპუსის ბოლოში ჯვარედინად განლაგებული ჰორიზონტალური და ვერტიკალური უძრავი სიბრტყეები (სტაბილიზატორი და კილი), სიმაღლისა და მიმართულების საჭეები, აგრეთვე ერთი ან რამდენიმე გონდოლა ეკიპაჟის, მგზავრების, ძრავებისა და მოწყობილობების მოსათავსებლად. არსებობს რამდენიმე სახეობის დირიჟაბლი: რბილი სისტემის, ნახევრად ხისტი სისტემის და ხისტი სისტემის.

სიახლეები

ანურა კუმარა დისანაიაკე

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


24 სექტემბერი — ამ დღეს...

ჟიფარის დირიჟაბლი
ჟიფარის დირიჟაბლი
  • 622 : მუჰამედმა და მისმა მიმდევრებმა დაასრულეს ჰიჯრა მექადან მედინაში რელიგიური დევნისგან თავის დახსნის მიზნით.
  • 1664 : ნიდერლანდებმა ახალი ამსტერდამი დიდ ბრიტანეთს დაუთმო.
  • 1801 : ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთმა შეიერთა.
  • 1852 : დირიჟაბლით (სურათზე) პირველი ფრენა განახორციელა ფრანგმა ანრი ჟიფარმა.
  • 1932 : ინდოეთში არჩევნებში ხმის უფლება მისცეს ხელუხლებელთა კასტას.
  • 1953 : ჰოლივუდში პირველი პანორამული ფილმი წარმოადგინეს.
  • 1957 : კამპ ნოუ, ევროპის უდიდესი სტადიონი, გაიხსნა ბარსელონაში.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი








    ApplySandwichStrip

    pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


    --- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

    Fetched URL: http://ka.wikipedia.org/wiki/#cite_note-15

    Alternative Proxies:

    Alternative Proxy

    pFad Proxy

    pFad v3 Proxy

    pFad v4 Proxy