Content-Length: 329083 | pFad | https://ka.wikipedia.org/wiki/#cite_note-bigenc-1

ვიკიპედია, თავისუფალი ენციკლოპედია შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

გავგამელის ბრძოლა
გავგამელის ბრძოლა
გავგამელის ბრძოლა ან არბელას ომი (ბერძნულად: Γαυγάμηλα) ძვ.წ. 331 წელს გაიმართა ალექსანდრე დიდსა და დარიოს III-ს შორის, რომელიც დამთავრდა ძველი მაკედონიელების ბრწყინვალე გამარჯვებითა და აქემენიდთა იმპერიის დაცემით.

დღის სურათი

Philodromus aureolus
Philodromus aureolus
Philodromus aureolus

სიახლეები

მარკ რიუტე

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


1 ოქტომბერი — ამ დღეს...

სინკანსენი
სინკანსენი
  • ძვ. წ. 331 : გავგამელის ბრძოლაში ალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთის მეფე დარიოს III დაამარცხა.
  • 1827 : რუსეთის არმია გენერალ პასკევიჩის მეთაურობით ერევნის შტურმით სომხეთზე მუსლიმთა ბატონობის ათასწლეულს ასრულებს.
  • 1869 : ავსტრიამ მსოფლიოში პირველი საფოსტო ბარათები გამოუშვა.
  • 1936 : გენერალი ფრანკო ესპანეთის სახელმწიფო მეთაურად გამოცხადდა.
  • 1949 : მაო ძე-დუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა.
  • 1964 : პირველი სინკანსენის (სურათზე) ხაზი ტოკიო-ოსაკა გაიხსნა იაპონიაში.
  • 1977 : ბრაზილიის ფეხბურთის ვარსკვლავმა პელემ ბოლო მატჩი ითამაშა.
  • 2012 : საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი








    ApplySandwichStrip

    pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


    --- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

    Fetched URL: https://ka.wikipedia.org/wiki/#cite_note-bigenc-1

    Alternative Proxies:

    Alternative Proxy

    pFad Proxy

    pFad v3 Proxy

    pFad v4 Proxy