Content-Length: 327468 | pFad | https://ka.wikipedia.org/wiki/#cite_ref-Changi_Airport_8-0

ვიკიპედია, თავისუფალი ენციკლოპედია შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი
ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი
ოსვენციმი (გერმ. Konzentrationslager Auschwitz) — ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკების ქსელი პოლონეთის ტერიტორიაზე. ეს დაწესებელება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ აშენდა. ეს იყო გერმანელების მიერ აგებული ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ბანაკისგან.

სიახლეები

პაეტონგტარნ შინავატრა

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


23 სექტემბერი — ამ დღეს...

ნეპტუნი
ნეპტუნი
  • 1122 : ვორმსის კონკორდატით დასრულდა რომის პაპ კალიქსტუს II-სა და საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ V-ს შორის ინვესტიტურისთვის ბრძოლა.
  • 1529 : ოსმალეთის სულთანმა სულეიმან I-მა ვენის ალყა დაიწყო.
  • 1846 : ასტრონომმა იოჰან გალემ, ურბენ ლევერიეს გამოთვლებზე დაყრდნობით, პლანეტა ნეპტუნი (სურათზე) აღმოაჩინა.
  • 1932 : ჰიჯაზისა და ნეჯდის სამეფოების გაერთიანებით საუდის არაბეთი შეიქმნა.
  • 1941 : ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გაზით წამების პირველი ცდა ჩატარდა.
  • 1980 : ბობ მარლის ბოლო კონცერტი ჩატარდა.
  • 1989 : აზერბაიჯანმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი








    ApplySandwichStrip

    pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


    --- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

    Fetched URL: https://ka.wikipedia.org/wiki/#cite_ref-Changi_Airport_8-0

    Alternative Proxies:

    Alternative Proxy

    pFad Proxy

    pFad v3 Proxy

    pFad v4 Proxy