Content-Length: 111027 | pFad | https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

დატოტვილულვაშიანები - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

დატოტვილულვაშიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დატოტვილულვაშიანები

Bythotrephes cederestroemii
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
ზეკლასი:  კიბოსნაირნი
რიგი:  დატოტვილულვაშიანები
ლათინური სახელი
Cladocera

დატოტვილულვაშიანები (ლათ. Cladocera) — უხერხემლო ცხოველების ქვერიგი ლაყუჩფეხიანი კიბოსნაირების ქვეკლასისა.წყვილი მეორე ანტენა დიდია, ორტოტიანი, მოძრაობის ფუნქციას ასრულებს. მათი სხეულის სიგრძე 0,25— 10 მმ აღწევს და დაფარულია ქიტინოვანი ნიჟარით. ახასიათებთ თაობათა მორიგეობა და პართენოგენეზი. ქვერიგში 380-მდე სახეობაა. უმთავრესად მტკნარ წყალში არიან გავრცელებული, ძალიან იშვიათად — ზღვაში. სხვადასხვა თევზის საკვებია. ზოგ სახეობას (მაგ., დაფნიას) ხელოვნურადაც ამრავლებენ თევზსაშენებისა და აკვარიუმის თევზების საკვებად. ულვაშტოტიანი კიბოები წყლის დაბინძურების საუკეთესო ინდიკატორები არიან — მათი უმრავლესობა მხოლოდ პრაქტიკულად სუფთა ან ოდნავ გაბინძურებულ წყალში ბინადრობს.









ApplySandwichStrip

pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


--- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

Fetched URL: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy