Content-Length: 208023 | pFad | https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98

პროვენი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

პროვენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კომუნა
პროვენი
Provins
გერბი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
კოორდინატები 48°33′37″ ჩ. გ. 3°17′56″ ა. გ. / 48.56028° ჩ. გ. 3.29889° ა. გ. / 48.56028; 3.29889
მაიორი Christian Jacob და Olivier Lavenka[1]
ფართობი 14.72 კმ²
ცენტრის სიმაღლე 86–168
მოსახლეობა 12 219 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 830 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საფოსტო ინდექსი 77379/ 77160
ოფიციალური საიტი https://www.mairie-provins.fr/[2]
პროვენი — საფრანგეთი
პროვენი

პროვენი (ფრანგ. Provins) — კომუნა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის რეგიონის სენა და მარნის დეპარტამენტში.

2001 წელს, პროვენი - შუა საუკუნეების ბაზრების ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

პროვენი დეპარტამენტის ქვედანაყოფი (arrondissement) უდიდესი ქალაქი არაა, მაგრამ მისი სათავო ქალაქს წარმოადგენს. უდიდესი ქალაქია მონტრო-ფო-იონა.

დეპარტამენტის ქვედანაყოფი შედგება 7 კანტონის, 125 კომუნისა და 112 020 (2006 წ.) მაცხოვრებლისგან. პროვენის კანტონი 15 კომუნისა და 21 000 მოსახლისგან შედგება.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი IX საუკუნეში დაარსდა და ცნობილია თავის შუა საუკუნეების თავდაცვითი ნაგებობებით, რომელთა შორისაცაა კეისრის კოშკი (ტურ-კეისარი) და კარგად შემონახული ქალაქის კედლებით. ქალაქში ასევე მდებარეობს წმინდა კირიაკის ეკლესია, რომლის მშენებლობაც XII საუკუნეში, ფილიპ IV ლამაზის დროს დაიწყო და ფინანსური პრობლემების გამო აღარასდროს დასრულებულა.

პროვენი ვარდის მოშენების მნიშვნელოვანი ცენტრია, რომლისგანაც აწარმოებს მრავალ საკვებ პრიდუქტს, რომელთა შორის მთავარია ვარდის ფურცლების ჯემი, თაფლი და შაქარყინული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 873
ინგლ.რუს.ფრ.
  1. Ministry of the Interior French National Directory of Representatives
  2. Annuaire de service-public.fr








ApplySandwichStrip

pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


--- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

Fetched URL: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98

Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy