პალემბანგი
პალემბანგი (ჯავი: ڤليمبڠ) — ინდონეზიის პროვინციის, სამხრეთ სუმატრის დედაქალაქი. ქალაქის ძირითადი ნაწილი 352.51 კმ²-ია. მდებარეობს მდინარე მუსის ორივე ნაპირზე, სამხრეთ სუმატრის აღმოსავლეთ დაბლობებზე. 2020 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 1 668 848 ადამიანს შეადგენს.[4] მოსახლეობის მიხედვით, პალემბანგი მეორე ადგილზეა სუმატრის ქალაქებს შორის, მედანის შემდეგ, ხოლო მე-12 ადგილზეა ინდონეზიის ქალაქებს შორის.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
პალემბანგი | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდონეზია | ||||
შიდა დაყოფა | Alang-Alang Lebar[2] , Bukit Kecil[2] , Gandus[2] , Ilir Barat II[2] , Ilir Timur I[2] , Ilir Timur II[2] , Ilir Timur Tiga[2] , Jakabaring[2] , Kalidoni[2] , Kemuning[2] , Kertapati[2] , Plaju[2] , Sako[2] , Seberang Ulu I[2] , Seberang Ulu II[2] , Sematang Borang[2] , Sukarami[2] და Ilir Barat I[2] | ||||
კოორდინატები | 2°59′00″ ს. გ. 104°45′52″ ა. გ. / 2.98333° ს. გ. 104.76444° ა. გ. | ||||
მმართველი | Harnojoyo[3] | ||||
დაარსდა | 16 ივნისი, 683 | ||||
ფართობი | 374030000 კვადრატული მეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 8 მეტრი, 4 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 1 535 952 (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+07:00 | ||||
საფოსტო ინდექსი | 0711 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.palembang.go.id | ||||
2022 წლის მონაცემებით, პალემბანგის მეტროპოლიტენური ტერიტორიის მოსახლეობა 2.7 მილიონ ადამიანს აღემატება.[5] მეტროპოლიტენური ტერიტორია ქალაქის ირგვლივ მდებარე სარეგენტოების ნაწილსაც მოიცავს, მათ შორის: ბანიუასინი, ოგან-ილირი და ოგან-კომერინგ-ილირი.
პალემბანგი ბუდისტური სამეფოს, შრივიჯაიის, დედაქალაქი იყო. სამეფო დასავლეთ ინდონეზიის არქიპელაგის დიდ ნაწილს მართავდა და ბევრ საზღვაო სავაჭრო მარშრუტს აკონტროლებდა, მათ შორის, მალაკის სრუტესაც.[6]
პალემბანგის სასულთნოს გაუქმების შემდეგ, 1825 წელს, პალემბანგი ნიდერლანდების ოსტ-ინდოეთის შემადგენლობაში შევიდა.[7] ქალაქის სტატუსი 1906 წლის 1-ელ აპრილს მიენიჭა.[8]
2011 წელს პალემბანგი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თამაშების მასპინძელი ქალაქი იყო, ხოლო 2018 წელს აზიური თამაშებს ჯაკარტასთან ერთად მასპინძლობდა.[9][10][11] ინდონეზიაში პირველი მეტროტრამი პალემბანგში გაიხსნა 2018 წლის ივლისში.[12]
2017 წელს ქალაქს 2 011 417 ტურისტი ეწვია, რომელთა შორის 9 850 უცხოელი ტურისტი იყო.[13] ქალაქის მთავარ პრობლემებს შორისაა: საცობები, წყალდიდობები, გადაჭედილი ქუჩები და დაბინძურება.[14][15][16][17]
გეოგრაფია
რედაქტირებაპალემბანგის ფართობი 400.61 კმ²-ია. ქალაქს სამხრეთ სუმატრაში ბარისანის მთების აღმოსავლეთი დაბლობი ტერიტორია უკავია. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 8 მეტრია.[18] ქალაქი ბანგკის სრუტის სანაპიროდან 105 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ინდონეზიის ერთ-ერთი უდიდესი მდინარე, მუსი, ქალაქის ტერიტორიაზე მიედინება და მას ორ მთავარ ნაწილად ჰყოფს: ჩრდილოეთით მდებარე სებერანგ-ილირი და სამხრეთით მდებარე სებერანგ-ულუ. პალემბანგის ტერიტორია მოიცავს მუსის ორი შენაკადის: ოგანისა და კომერინგის შესართავს. მდინარის წყლის დონეზე გავლენას ახდენს მიქცევა-მოქცევის ციკლი. წვიმების სეზონის დროს ქალაქის ტერიტორიის ნაწილი მდინარის ტალღებით იტბორება.[19]
პალემბანგის ტოპოგრაფია საკმაოდ განსხვავდება სებერანგ-ილირსა და სებერანგ-ულუში. სებერანგ-ულუს ტოპოგრაფია შედარებით ვაკეებითაა დაფარული, ხოლო სებერანგ-ილირის ტოპოგრაფია სიმაღლის მატებასთან ერთად უფრო დანაწევრებულია.[19]
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, პალემბანგი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. მშრალი თვეების დროსაც კი ქალაქი ნალექიანობით გამოირჩევა. პალემბანგის კლიმატი ხშირად ხასიათდება როგორც: „ცხელი, ტენიანი კლიმატი მთელი წლის მანძილზე ნალექიანობის მაღალი მაჩვენებლით“. საშუალო წლიური ტემპერატურა 27.3 °C-ია (81.1 °F). გარდა ნალექიანობისა და მუსონური ქარების მიმართულებისა, პალემბანგის კლიმატი ეკვატორული კლიმატური სარტყლის სხვა კრიტერიუმებისგან არ განსხვავდება. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 2 623 მმ-ია.[20] ყველაზე ნალექიანი თვეების დროს ქალაქის დაბლობები ხშირად იტბორება წვიმის ნიაღვრით. მშრალი თვეების დროს ქალაქის ირგვლივ ტორფნარები უფრო შრება, რაც მათ ხანძრებისთვის უფრო მოწყვლადს ხდის. დაბალ განედში მდებარეობის გამო ქალაქში ტაიფუნების რისკი თითქმის არ არსებობს.[21]
ჰავის მონაცემები — პალემბანგი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 30.8 | 31.2 | 31.5 | 32.1 | 32.4 | 31.9 | 31.8 | 32.1 | 32.5 | 32.6 | 31.9 | 31.1 | 31.8 |
საშუალო დღიური °C | 26.8 | 27.1 | 27.2 | 27.7 | 28.0 | 27.4 | 27.0 | 27.2 | 27.5 | 27.7 | 27.4 | 27.0 | 27.3 |
საშუალო დაბალი °C | 22.9 | 23.0 | 23.0 | 23.4 | 23.6 | 22.9 | 22.3 | 22.4 | 22.5 | 22.9 | 23.0 | 23.0 | 22.9 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 277 | 262 | 329 | 263 | 213 | 122 | 104 | 107 | 120 | 186 | 274 | 366 | 2 623 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 169 | 118 | 130 | 150 | 174 | 127 | 131 | 149 | 118 | 160 | 132 | 120 | 1 678 |
წყარო 1: Climate-Data.org[22] | |||||||||||||
წყარო 2: Deutscher Wetterdienst[23][24] |
დემოგრაფია
რედაქტირებაპალემბანგი მრავალეთნიკური ქალაქია. ადგილობრივ მოსახლეობას მალაიელები შეადგენენ, რომელთა ნაწილი მდინარე მუსის სანაპიროს გასწვრივ ტრადიციულ დასახლებებში ცხოვრობს, თუმცა მალაიელთა ნაწილი გარეუბნებშიც ინაცვლებს. პალემბანგში არაბების, ინდოელებისა და ჩინელების თემებიც სახლობენ.[26] პალემბანგის ადგილობრივი ენაა მუსი, რომელიც მალაიური ენის დიალექტად მიიჩნევა. მასში სიტყვების მნიშვნელოვანი ნაწილი იავური ენიდანაა ნასესხები. მოსახლეობის ნაწილი საუბრობს კომერინგზე, ბესემაჰზე, რავასა და სემენდოზე.
მოსახლეობის უმრავლესობა ისლამის მიმდევარია. 2017 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 92.22% მუსლიმია, 3.91% ― ბუდისტი, 2.23% ― პროტესტანტი, 1.49% ― კათოლიკე, 0.13% ― ინდუისტი და 0.02% ― კონფუციანელი. მუსლიმები ძირითადად სუნიტები, შაფის სკოლის მიმდევრები არიან.[27]<[28]
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაპალემბანგის დაძმობილებული ქალაქებია:
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website – in Indonesian
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://sumsel.tribunnews.com/2019/08/13/arti-dan-penjelasan-rinci-lambang-kota-palembang-digunakan-sejak-tahun-1956
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 2.16 2.17 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
- ↑ http://palembang.tribunnews.com/2018/09/18/langsung-tancap-gas-usai-pelantikan-harnojoyo-tandatangani-perwali-subuh-berjemaah
- ↑ Badan Pusat Statistik, Jakarta, 2021.
- ↑ Kementerian PUPR Siapkan Pengembangan Metropolitan Baru Palembang Raya | Detak-Palembang.Com id-ID. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-27. ციტირების თარიღი: 2018-05-06
- ↑ Munoz. Early Kingdoms, გვ. 117.
- ↑ Panji, Kemas A. R.; Suriana, Sri (2014). „SEJARAH KERESIDENAN PALEMBANG“. Tamaddun (ინდონეზიური). 14 (2): 129–146. ISSN 1412-9027.
- ↑ Fernanda, Tyas. (3 July 2015) Tyas Fernanda Blog: Sistem Pemerintahan Kolonial Belanda di Keresidenan Palembang (1825-1942) Bagian II. ციტირების თარიღი: 2018-06-27
- ↑ Burhani, Ruslan, ed. (11 July 2009). „Kota Palembang Menjadi Tuan Rumah SEA Games 2011 - ANTARA News“. Antara News (ინდონეზიური). ციტირების თარიღი: 2018-05-06.
- ↑ Andriawan, Shesar (21 September 2014). „Jakarta dan Palembang Resmi Menjadi Tuan Rumah Asian Games 2018“. beritasatu.com (ინდონეზიური). ციტირების თარიღი: 2018-05-06.
- ↑ „Palembang Siap Gelar Pembukaan SEA Games 2011 - Kompas.com“. KOMPAS.com (ინგლისური). 21 October 2009. ციტირების თარიღი: 2018-05-06.
- ↑ Hendrawan, Parliza. „Palembang ready to Operate 6 LRT Stations in July“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-06-27.
- ↑ Febriyani, Chodijah (15 March 2018). „Sepanjang Tahun 2017 Kunjungan Wisatawan ke Palembang Melonjak 300 Persen - Industry.co.id“. Industry.co.id (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-06-27.
- ↑ Hafiz, Abdul (10 November 2016). „Kemacetan Lalu Lintas di Palembang Tambah Luar Biasa, Alex Noerdin Minta Warga Memahaminya - Sriwijaya Post“. Sriwijaya Post (ინდონეზიური). ციტირების თარიღი: 2018-06-27.
- ↑ Putra, Berry Subhan; Hutapea, Erwin (15 March 2018). „Terus Dilanda Banjir, Kota Palembang Butuh 60 Kolam Retensi - Kompas.com“. KOMPAS.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-06-27.
- ↑ Inge, Nefri. „Permukiman Kumuh di Sela Bangunan Megah Pusat Palembang“. liputan6.com. ციტირების თარიღი: 2018-06-28.
- ↑ Putra, Aji; Damanik, Caroline (11 April 2018). „Asian Games di Palembang Dihantui Bencana Kabut Asap - Kompas.com“. KOMPAS.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-06-27.
- ↑ Keadaaan Geografis – Pemerintah Kota Palembang. ციტირების თარიღი: 10 January 2016
- ↑ 19.0 19.1 Argyantoro, Arvi; Samyahardja, Puthut; Medawaty, Ida. Dampak Kenaikan Muka Air Sungai Di Kota Palembang. Pusat Penelitian dan Pengembangan Permukiman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-06. ციტირების თარიღი: 2023-11-19.
- ↑ Iklim: Grafik iklim - Palembang, grafis Suhu, tabel Iklim - Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 26 April 2016
- ↑ Media, Kompas Cyber. Tak Selamanya Indonesia Aman dari Badai Tropis Halaman all id. ციტირების თარიღი: 2019-09-14
- ↑ Climate Palembang: Temperature, Climate graph, Climate table for Palembang - Climate-Data.org. climate-data.org.
- ↑ Sunshine duration 1961-1990. ციტირების თარიღი: 11 December 2015
- ↑ Stations list CLIMAT data. ციტირების თარიღი: 11 December 2015
- ↑ Population by Religion in Palembang. BPS (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-22. ციტირების თარიღი: 2023-11-19.
- ↑ Indonesia's Population: Ethnicity and Religion in a Changing Political Landscape. Institute of Southeast Asian Studies. 2003.
- ↑ Population by Region and Religion in Indonesia. BPS (2010).
- ↑ "Data Sensus Penduduk 2010". Badan Pusat Statistik Republik Indonesia
- ↑ „南苏门答腊省概况“ (ჩინური). ციტირების თარიღი: 17 December 2020.