არაბთა გაერთიანებული საამიროები
არაბთა გაერთიანებული საამიროები | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „ღმერთი, ერი, პრეზიდენტი“ | ||||||
ჰიმნი: იში ბილადი |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | აბუ-დაბი 22°47′ ჩ. გ. 54°37′ ა. გ. / 22.783° ჩ. გ. 54.617° ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | დუბაი | |||||
ოფიციალური ენა | არაბული | |||||
მთავრობა | ფედერალური აბსოლუტური მონარქია | |||||
- | პრეზიდენტი | ხალიფა ალ ნაჰაიანი | ||||
- | პრემიერ - მინისტრი | მოჰამედ ალ მაკტუმი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 83 600 კმ2 (115-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2013 შეფასებით | 9 205 651[1] (93-ე) | ||||
- | 2005 აღწერა | 4 106 427 | ||||
- | სიმჭიდროვე | 99 კაცი/კმ2 (110-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2007 შეფასებით | |||||
- | სულ | $159.3 მილიარდი (54-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $35 516 (მე-16) | ||||
აგი (2007) | 0.868 (მაღალი) (39-ე) | |||||
ვალუტა | არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი (AED ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+04:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+04:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | ARE | |||||
Internet TLD | .ae | |||||
სატელეფონო კოდი | 971 |
არაბთა გაერთიანებული საამიროები (არაბ. الإمارات العربيّة المتّحدة), შემოკლებით საამიროები — მონარქიული სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია საუდის არაბეთი და ომანი. საამიროები დაარსდა 1972 წლის 2 დეკემბერს, როდესაც ბრიტანეთის პროტექტორატი დასრულდა და საამიროები ფედერაციად გაერთიანდნენ.
სახელწოდება
- ოფიციალური: არაბთა გაერთიანებული საამიროები
- ეროვნული: الإمارات العربيّة المتّحد (ალ-იმარათ ალ-არაბიია ალ-მუთაჰიდა)
გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: კატარი, საუდის არაბეთი, ომანი.
- ფართობი: 83 600 კმ².
- უმაღლესი წერტილი: ჰაჯარის მთები
- ქვეყნის უდიდესი ნაწილი უდაბნოს უკავია. მოსახლეობა ცხოვრობს ზღვისპირა ზონაში ან ოაზისებში. 1970 წლიდან დაიწყო სარწყავი არხების გაყვანა ოაზისების მიმდებარე უდაბნოებში და მათი ნაყოფიერ მიწებად გადაქცევის პროცესი.
- კლიმატი: საამიროები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სახელმწიფოა.
- აბუ-დაბის წლიური საშუალო ტემპერატურის სკალა:
|
ბუნება
არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორია გადაჭიმულია სპარსეთის ყურის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ 600 კმ-ზე. სანაპირო უმთავრესად დაბალია, შიგ შეჭრილი წყალმარჩხი ყურეებით. მის გასწვრივ ბევრი კუნძულია, დიდ მანძილზე გასდევს მარჯნის რიფები. ჭარბობს ქვიშიანი და მლაშობიანი უდაბნო ვაკეები, დასავლეთით — ქვიანი უდაბნოები. აღმოსავლეთით ომანის მთების ტოტებია. მუდმივი მდინარეები არაა.
ისტორია
საამიროების ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი დასახლებები თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. 5500 წლით. ძვ. წ. 3000 წელს ალ-ხაჯარის მთებში ხდებოდა სპილენძის მოპოვება და მესოპოტამიასთან ჰქონდათ სავაჭრო ურთიერთობები.[2] საერთაშორისო ვაჭრობა რეგიონს დღემდე სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს.[3] I საუკუნიდან არსებობდა მუდმივი სავაჭრო გზები სირიისა და ერაყის ქალაქებთან. ასევე განვითარდა საზღვაო მიმოსვლა ინდოეთთან.
ისლამის გავრცელება
რეგიონში ისლამის გავრცელება 630 წლიდან დაიწყო. საამიროების ტერიტორიაზე მომხდარი რამდენიმე ბრძოლოს შემდეგ არაბეთის ნახევარკუნძულზე ისლამი საბოლოოდ გაბატონდა. 637 წელს რას-ელ-ხაიმი გამოიყენებოდა სასანიდურ ირანში ისლამის შეჭრის პლაცდარმად.[4]
პორტუგალიური მმართველობა (1506-1620)
XVI საუკუნის დასაწყისში, ვასკო და გამას ექსპედიციის შემდეგ, პორტუგალიამ დაიწყო ინდოეთის ოკეანეში ექსპანსია. 1507 წელს პორტუგალიელმა მთავარსარდალმა ალფონსო დე ალბუკერკემ მცირე ფლოტით დაიკავა ომანის ყურე და ჰორმუზის სრუტე, რითიც პორტუგალიელ ვაჭრებს ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა მისცა.[5] შემდგომ წლებში უკვე ემირატების ტერიტორია იყო პორტუგალიის სამიზნე, თუმცა მათ უწევდათ როგორც ემირატების ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომებთან ბრძოლა, ასევე ოსმალეთის იმპერიის შეტევების მოგერიება. პორტუგალიელების თავდაცვითი ნაგებობები განლაგებული იყო მთელს აღმოსავლეთ სანაპიროზე. XVII საუკუნის დასაწყისში პორტუგალიელებს აღარ ჰქონდათ ოსტინდოეთის კომპანიის მხარდაჭერა და ისინი რეგიონიდან სეფიანებმა განდევნეს. ისინი ბაჰრეინში მდებარე მთავარი ბაზიდან 1602 წელს განდევნეს, სამხრეთი ირანის საპორტო ქალაქ ბენდერ-აბასიდან 1615 წელს, ხოლო რას-ელ-ხაიმიდან 1620 წელს.[6]
საუდების მმართველობა (1744–1891)
1744-1818 წლებში აბუ-დაბის საამიროს დასავლეთი რეგიონი შედიოდა საუდების პირველ, ხოლო ოსმალო-საუდების ომის შემდეგ, 1881-1891 წლებში, საუდების მეორე სახელმწიფოს შემადგენლობაში. აბუ-დაბის მმართველი ზაიედ იბნ ხალიფა 1880-იან წლებში კატართან და საუდებთან აწარმოებდა სასაზღვრო ომს. მან გარკვეულ წარმატებებს მიაღწია და დაიბრუნა ლივას ოაზისი და გაიათი.[7] მას ელ-ბურაიმის საუდებისგან განთავისუფლებაში ომანიც ეხმარებოდა. ამის შემდეგ რეგიონში აბუ-დაბის გავლენა გაიზარდა.[8] შეიხი ზაიედი ძლიერი ლიდერი იყო და ემირატის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები მას პატივს სცემდნენ. მისი მმართველობის პერიოდში აბუ-დაბის ტერიტორია სამჯერ გაიზარდა. აბუ-დაბმა მოახერხა დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ხოლო 1880-იანი წლების შემდეგ ალ-აინისაც აკონტროლებდა. არაბთა გაერთიანებული ემირატების დანარჩენი საამიროები არასოდეს ყოფილან საუდების გავლენის ქვეშ.[9]
ბრიტანული მმართველობა (1892–1971)
დამოუკიდებლობა (1971)
სახელმწიფო
ფედერაციული ინსტიტუტები
უზენაესი საბჭო შედგება 7 საამიროს მმართველებისაგან, რომელიც ირჩევს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს 5 წლის ვადით. არაოფიციალურად პრეზიდენტის თანამდებობა აბუ-დაბის შეიხებს, ალ-ნაჰიანებს გადაეცემათ მემკვიდრეობით, პრემიერ-მინისტრობა კი დუბაის შეიხებს, ალ-მაკტუმებს. უზენაესი საბჭო ირჩევს მინისტრთა საბჭოს და 40 კაციან საკავშირო ეროვნულ საბჭოს. დუბაისა და რას ალ-ხაიმას საამიროების გარდა, ყველა საამირო საკავშირო სასამართლო სისტემას ექვემდებარება. ქვეყნის ყველა საამიროში მოქმედებს ისლამური სამართალი.
7 საამირო
საამირო | დროშა | ფართობი კმ² |
მთლიანი ფართობის პროცენტული წილი |
მოსახლეობა | მთლიანი მოსახლეობის პროცენტული წილი |
მმართველი |
---|---|---|---|---|---|---|
აბუ-დაბის საამირო | 67 340 | 86,7 % | 1 548 655 | 31,2 % | შეიხი ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი (2004 წლიდან) | |
აჯმანის საამირო | 259 | 0,3 % | 372 923 | 7,5 % | შეიხი ჰუმაიდ ბინ რაშიდ ალ-ნუაიმი (1981 წლიდან) | |
დუბაის საამირო | 3885 | 5 % | 1 770 533 | 35,6 % | შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი (2006 წლიდან) | |
რას-ელ-ხაიმის საამირო | 1684 | 2,2 % | 171 903 | 3,4 % | შეიხი საქრ ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი (1948 წლიდან) | |
უმ-ელ-კაივაინის საამირო | 777 | 0,9 % | 69 936 | 1,4 % | შეიხი რაშიდ ბინ აჰმედ ალ-მუალა (1981 წლიდან) | |
ალ-ფუჯაირას საამირო | 1165 | 1,5 % | 137 940 | 2,9 % | შეიხი ჰამად ბინ მუჰამედ ალ-შარქი (1974 წლიდან) | |
შარჯის საამირო | 2590 | 3,3 % | 895 252 | 18 % | შეიხი სულტან ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი (1987 წლიდან) |
დემოგრაფია
უდიდესი ქალაქებია (1 იანვარი, 2005)
- დუბაი: 1 137 347
- აბუ-დაბი: 603 492
- შარჯა: 543 733
- ალ-აინი: 408 733
- აჯმანი: 226 172
- რას-ალ-ხაიმა: 115 949
მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია, ხოლო მცირე ნაწილი აღიარებს შიიზმს. საამიროებში ბევრი სამუშაოდ ჩასული უცხოელია. მათი უმრავლესობა ინდოეთის სუბკონტინენტიდან და ფილიპინებიდანაა.
ეკონომიკა
არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აქვს მაღალინდუსტრიული ეკონომიკა, რამაც ის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად გადააქცია მსოფლიოში. ქვეყნის ძირითადი რესურსები ნავთობი და ბუნებრივი აირია. საუდის არაბეთისა და ქუვეითისგან განსხვავებით, საამიროებში გვიან დაიწყო ნავთობის მოპოვება(1969 წ.). დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოისყიდა უცხოური ნავთობის კონცერნების აქტივები. 1981 წლისათვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები 100-ჯერ გაიზარდა. უზარმაზარი სიმდიდრე, რომელსაც ქვეყანა იღებს ნავთობისგან, მთავრობას საშუალებას აძლევს განახორციელოს გრანდიოზული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები. ქვეყანაში არის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც პირველად დუბაის პორტის (ჯაბალ‘ალი) ირგვლივ დაარსდა 80-იან წლებში. 90-იან წლებში საამიროები გადაიქცა ახლო აღმოსავლეთის მსხვილ საფინანსო ცენტრად. ქვეყანაში ფაქტობრივად არ არის ინფლაცია.
სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 5 %. სოფლის მეურნეობა ქვეყნის მოსახლეობის კვების პროდუქტებზე მოთხოვნის მხოლოდ მეოთხედს აკმაყოფილებს. თევზჭერიდან მიღებული შემოსავლები 4-ჯერ აღემატება სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შემოსავლებს.
ექსპორტი: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, გაზი, ალუმინი.
იმპორტი: მძიმე მანქანათმშენებლობის პროდუქცია და სატრანსპორტო აღჭურვილობა, სასოფლო-სამეურნეო ცხოველები.
სავაჭრო პარტნიორები: ტაილანდი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, გერმანია, სინგაპური, აშშ, იაპონია, ინდოეთი, იტალია, ირანი (მასზე მოდის დუბაის ბიზნესის 20-30 %) და სამხრეთი კორეა.
მემკვიდრეობა
სქოლიო
- ↑ Population (Total). World Bank.
- ↑ Abu Dhabi Islands Archaeological Survey (ADIAS). Adias-uae.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-02. ციტირების თარიღი: 2014-09-16.
- ↑ More light thrown on Jebel Buhais Neolithic age. Uaeinteract.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-03. ციტირების თარიღი: 2014-09-16.
- ↑ (2001) United Arab Emirates, a New Perspective. Trident Press Ltd, გვ. 83–84. ISBN 978-1-900724-47-0.
- ↑ Moving and 'Sheikhing'! – NewsDay Zimbabwe. Newsday.co.zw (16 February 2013). Retrieved on 14 July 2013.
- ↑ UAE History: 2,000 to 200 years ago დაარქივებული 2014-07-08 საიტზე Wayback Machine. . UAEinteract. Retrieved on 2014-01-26.
- ↑ Al-Hajji 2001, pp 171-4
- ↑ Al-Hajji 2001, pp. 175–6.
- ↑ Peter Malcolm Holt, Ann K. S. Lambton, Bernard Lewis (1977) The Cambridge history of Islam, Cambridge University Press, ISBN 0-521-29136-4.
|
|