Content-Length: 248470 | pFad | http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%9C_%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98

ჯონ ტაილერი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ჯონ ტაილერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ ტაილერი
John Tyler
ჯონ ტაილერი John Tyler
აშშ-ის მე-10 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 აპრილი, 1841 – 4 მარტი, 1845
წინამორბედიუილიამ ჰენრი ჰარისონი
მემკვიდრეჯეიმზ ნოქს პოლკი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1841 – 4 აპრილი, 1841
პრეზიდენტიუილიამ ჰენრი ჰარისონი
წინამორბედირიჩარდ მენტორ ჯონსონი
მემკვიდრეჯორჯ დალასი

ვირჯინიის 23-ე გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 დეკემბერი, 1825 – 4 მარტი, 1827

სენატორი ვირჯინიიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1827 – 29 თებერვალი, 1836

წარმომადგენელთა პალატის წევრი ვირჯინიიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 დეკემბერი, 1816 – 3 მარტი, 1821

დაბადებული29 მარტი, 1790
ჩარლზ სიტი ქაუნტი, ვირჯინია
გარდაცვლილი18 იანვარი, 1862 (71 წლის)
რიჩმონდი, ვირჯინია
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიავიგების პარტია, უპარტიო, დემოკრატიული პარტია
მეუღლე1. ლეტიცია ტაილერი
2. ჯულია ტაილერი
პროფესიაიურისტი
ხელმოწერა

ჯონ ტაილერი (ინგლ. John Tyler; დ. 29 მარტი, 1790 — გ. 18 იანვარი, 1862) — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-10 პრეზიდენტი 1841-1845 წლებში. ვიცე-პრეზიდენტი 1841 წელს ვიგების პარტიიდან. იგი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც თანამდებობა წინამორბედის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა. 1825-27 წლებში იყო ვირჯინიის შტატის გუბერნატორი.

პრეზიდენტი უილიამ ჰენრი ჰარისონი ინაუგურაციიდან ერთ თვეში, 1841 წლის 4 აპრილს გარდაიცვალა, რამაც ქვეყანაში დაბნეულობა გამოიწვია. იმ დროს აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით ზუსტად არ იყო განსაზღვრული პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი ხდებოდა პრეზიდენტი, თუ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მომავალ არჩევნებამდე. ვიცე-პრეზიდენტმა ტაილერმა 1841 წლის 6 აპრილს დადო პრეზიდენტის ფიცი, რითაც შეიქმნა პრეცედენტი მომავალი შემთხვევებისთვის. ეს პროცედურა საბოლოოდ დარეგულირდა კონსტიტუციის 26-ე შესწორებით 1967 წელს. 51 წლის ტაილერი იმ დროისთვის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი იყო (მაშინ როდესაც ჰარისონი იყო ყველაზე ხნიერი).

იგი იყო პირველი პრეზიდენტი, ვინც აშშ-ის კონსტიტუციის მიღების შემდეგ დაიბადა. მისი ადმინისტრაციის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ტეხასის რესპუბლიკის ანექსია 1845 წელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:








ApplySandwichStrip

pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


--- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

Fetched URL: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%9C_%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98

Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy