Content-Length: 158064 | pFad | http://ka.wikipedia.org/wiki/UY_Scuti

UY Scuti - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

UY Scuti

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
UY Scuti
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000
თანავარსკვლავედი: ფარი
პირდაპირი ასვლა: 18სთ 27წთ 36,5334წმ
დახრილობა: −12გრად 27მინ 58,866სეკ
მანძილი: 9500 სინათლის წელიწადი[1]
მასა: 32 M[2]
რადიუსი: 1,708 ± 192 R[2]
სპექტრული ტიპი: M4Ia-Iab[3]
[3]
სიკაშკაშე: 340 000 L[2]
ზედაპირის გრავიტაცია: −0.5 სგს (log g)
ტემპერატურა: 3,365 ± 134 K[2]

UY Scutiწითელი ზეგიგანტი ან ჰიპერგიგანტი და პულსირებადი ცვალებადი ვარსკვლავი ფარის თანავარსკვლავედში. ის ამჟამად ცნობილთა შორის ყველაზე დიდი ვარსკვლავია და თავის ტიპის ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა. მისი საშუალო რადიუსი 1708 მზის რადიუსია, ანუ 2 378 704 272 კილომეტრი (15,9 ასტრონომიული ერთეული). აქედან გამომდინარე, მისი მოცულობა მზისას 4 982 686 912-ჯერ აღემატება. იგი 9500 სინათლის წლითაა დაშორებული დედამიწიდან, რის გამოც ერთ-ერთი უახლოესი ჰიპერგიგანტია. ის რომ მზის სისტემის ცენტრში ყოფილიყო მოთავსებული, მისი ფოტოსფერო იუპიტერის ორბიტას შთანთქავდა, მიუხედევად იმისა, რომ მისი რადიუსი მტკიცედ დაზუსტებული არაა და შესაძლებელია სატურნის ორბიტაზე დიდი იყოს.

ვარსკვლავის სახელი UY Scuti მიუთითებს, რომ ის 38-ე ცვალებადი ვარსკვლავი იყო, რომელიც ფარის თანავარსკვლავედში იქნა აღმოჩენილი. ის მოთავსებულია რამდენიმე გრადუსით ჩრდილოეთით A ტიპის ვარსკვლავთან, რომელსაც Gamma Scuti ეწოდება. ის შეუიარაღებელი თვალით ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავი ძალიან კაშკაშაა, დედამიწიდან მისი მაგნიტუდა (ვარსკვლავიერი სიდიდე) 11-ია მისი „გაუქმების ზონაში“ მდებარეობისა და შორი მანძილის გამო. მისი დანახვა დიდი ბინოკლით ან პატარა ტელესკოპით შეიძლება.

მიახლოებითი შედარება UY Scuti-ს და მზისა

ვარსკვლავი კლასიფიცირებულია, როგორც ნახევრად რეგულარული ცვალებადი, რომლის მიახლოებითი პულსაციის პერიოდი 740 დღეა.[3][4] ვიზუალურად, ვარსკვლავი მზეზე 120 000-ჯერ კაშკაშაა ხილულ სინათლეში (მაგნიტუდა = -7,5). თუმცა, როდესაც მისი სინათლე ინფრაწითელთან ერთიანდება, იგი მზეზე 340 000-ჯერ კაშაკაა (მაგნიტუდა = -9,1), რის გამოც ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა გრილი ზეგიგანტი ვარსკვლავია და ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მთელ გალაქტიკაში. მისი მასის დაკარგვის ტემპი 5,8x10−5M-ია - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცნობილ ვარსკვლავთა შორის.

მზის სისტემაში არსებული ზოგიერთი ობიექტისა და სხვა შესამჩნევი ვარსკვლავების ზომების შედარება (UY Scuti-ს ჩათვლით).

1. მთვარე→მერკური→მარსი→ვენერა→დედამიწა
2. მთვარე→დედამიწა→ნეპტუნი→ურანი→სატურნი→იუპიტერი
3. დედამიწა→იუპიტერი→მზე→ალფა კენტავრი A→სირიუსი A
4. იუპიტერი→მზე→სირიუსი A→ვეგა→პოლუქსი→არქტური→ალდებარანი
5. მზე→ალდებარანი→რიგელი→პისტოლის ვარსკვლავი→ანტარესი A→ბეტელგეიზე→მიუ ცეფეი
6. მიუ ცეფეი→VY დიდი ქოფაკი→VX SagittariiUY Scuti

სხვა ზეგიგანტი ვარსკვლავების მსგავსად UY Scuti-საც გარს აკრავს უზარმაზარი დისკო და სხვა დიდი დიფუზური ვარსკვლავების მსგავსად, მასზე ზუსტი გაზომვების ჩატარება ურთულესია. ის მთლიანად სფერული არ არის, არამედ გარს აკრავს უზარმაზარი ატმოსფეროს გაუმჭვირვალე გარსები, რომელიც, დაწყვილებული დისკოს დაბნელებასთან, არასტაბილურ სიკაშკაშესთან, მასის დაკარგვის მაღალ ტემპთან და სხვა ფაქტორებთან, მისი ნამდვილი ზომის დადგენას ურთულესს ხდის. Torres et al-მა UY Scuti-ს რადიუსი გაზომა და მიიღო 1,708 ± 192 მზის რადიუსი,[2] რის გამოც ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია, მაგრამ ეს გაზომვა დაფუძნებულია ვარსკვლავის ტემპერატურისა და სიკაშკაშის გამოთვლების არაპირდაპირ მეთოდებზე. ასეთი ვარსკვლავების საზღვრის დადგენა დაფუძნებულია როზელენდის რადიუსზე — ადგილმდებარეობა, სადაც ოპტიკური სიღრმე ერთია (ან ზოგჯერ 2/3).[5] UY Scuti-ს შემთხვევაში, მისი რადიუსი ზუსტად არ არის განსაზღვრული და შესაძლებელია სხვა მნიშვნელობა ჰქონდეს სხვადასხვა ტალღის სიგრძეზე.

UY Scuti-ს ზომა ძალიან დამაინტრიგებელი და კომპლექსურია. ვარსკვლავი ძალიან დიდი და ძალიან კაშკაშა წითელი ზეგიგანტია. ვარსკვლავის ყველაზე დიდი შეფასება (1900 მზის რადიუსი) სცდება ვარსკვლავური ევოლუციის თეორიის საზღვრებს. ამის მსგავსი ვარსკვლავები უიშვიათესია სამყაროში და 1500 კუბურ სინათლის წელიწადში შეიძლება ერთი იყოს. აქედან გამომდინარე, ისინი ზუსტად არ შეუსწავლიათ მეცნიერებს.

UY Scuti-ს მასა ასევე საეჭვოა, ძირითადად იმიტომ, რომ მას არ ჰყავს ხილული კომპანიონი ვარსკვლავი, რომლის მასის საშუალებითაც ამ ვარსკვლავის მასა განისაზღვრებოდა ორბიტალური გაზომვებით. ვარსკვლავური ევოლუციის მოდელების დასკვნის თანახმად, წითელი ზეგიგანტის საფეხურზე მდგომი ვარსკვლავის მასა, როგორიც UY Scuti-ა, 25-50 მზის მასა იქნებოდა. ამჟამად კი უფრო დაბალი იქნება.

ფარი-კენტავრის მკლავში მდებარეობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს ვარსკვლავი შესაძლოა წევრია გაერთიანება „მშვილდოსანი OB5-სა“ - ვარსკვლავთა მასიური შეჯგუფებები დედამიწიდან 7800 სინათლის წლის მოშორებით გალაქტიკის ცენტრის მიმართულებით. ეს ვარსკვლავური გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე დიდია ჩვენს გალაქტიკაში, მის მერე კი მოდის „გედი OB2“. „მშვილდოსანი OB5“ ასევე მოიცავს KW Sagitarii-ს - ერთ-ერთ ყველაზე მასიურ წითელ ზეგიგანტ ვარსვკლავს, და მასიურ ნისლეულს, რომელიც ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების აქტიური რეგიონია.

  1. doi:10.1046/j.1365-8711.1998.02078.x
    This citation will be automatically completed in the next few minutes. You can jump the queue or expand by hand
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 doi:10.1051/0004-6361/201220920
    This citation will be automatically completed in the next few minutes. You can jump the queue or expand by hand
  3. 3.0 3.1 3.2 International Variable Star Index. Detail for UY Sct.
  4. doi:10.1086/191488
    This citation will be automatically completed in the next few minutes. You can jump the queue or expand by hand
  5. (June 1991). "The parameters R and Teff in stellar models and observations".
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=UY_Scuti&oldid=4575438“-დან








ApplySandwichStrip

pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


--- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

Fetched URL: http://ka.wikipedia.org/wiki/UY_Scuti

Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy