ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში
ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში George Herbert Walker Bush | |
აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი, 1989 – 20 იანვარი, 1993 | |
ვიცე-პრეზიდენტი | დენ ქუეილი |
წინამორბედი | რონალდ რეიგანი |
მემკვიდრე | ბილ კლინტონი |
აშშ-ის 43-ე ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი, 1981 – 20 იანვარი, 1989 | |
პრეზიდენტი | რონალდ რეიგანი |
წინამორბედი | უოლტერ მონდეილი |
მემკვიდრე | დენ ქუეილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 იანვარი, 1976 – 20 იანვარი, 1977 | |
პრეზიდენტი | ჯერალდ ფორდი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1971 – 1973 | |
პრეზიდენტი | რიჩარდ ნიქსონი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1967 – 3 იანვარი, 1971 | |
დაბადებული | 12 ივნისი, 1924 მილტონი, მასაჩუსეტსი |
გარდაცვლილი | 30 ნოემბერი, 2018 (94 წლის) ჰიუსტონი, ტეხასი |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
მეუღლე | ბარბარა ბუში |
საქმიანობა | ბიზნესმენი |
ხელმოწერა |
ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში (ინგლ. George Herbert Walker Bush; დ. 12 ივნისი, 1924, მილტონი, მასაჩუსეტსი — გ. 30 ნოემბერი, 2018, ჰიუსტონი, ტეხასი) — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41-ე პრეზიდენტი 1989-1993 წლებში რესპუბლიკური პარტიიდან. რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს 1981-1989 წლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.
ბუში მასაჩუსეტსში დაიბადა. მისი მამა პრესკოტ ბუში ბანკირი და სენატორი იყო კონექტიკუტიდან. 1941 წელს პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ბუშმა კოლეჯში სასწავლებლად წასვლა გადადო და, 18 წლის ასაკში, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის იმ დროისთვის ყველაზე ახალგაზრდა ავიატორი გახდა. მეორე მსოფლიო ომში, მან 58 საბრძოლო მისია გადაიფრინა. ერთ–ერთ მისიაზე, წყნარ ოკეანეზე გადაფრენისას, ბუში იაპონიის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ჩამოაგდეს, ის აშშ–ის წყალქვეშა ნავმა იხსნა. ბუში ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის დააჯილდოვეს. იგი ჯარში ომის დასრულებამდე მსახურობდა. ამის შემდეგ ის იელის უნივერსიტეტში სწავლობდა. უნივერსიტეტში მან თავი სპორტში გამოიჩინა: კალათბურთის გუნდის კაპიტანი გახდა. 1945 წელს დაქორწინდა ბარბარა პირსზე, რომელთანაც 6 შვილი ეყოლა: ჯორჯი, რობინი, ჯონი, ნილი, მარვინი და დოროთი. 1948 წელს ბუში თავის ოჯახით ტეხასში გადავიდა და ნავთობის ბიზნესში ჩაება. 40 წლის ასაკში იგი უკვე მილიონერი იყო.
ბუში პოლიტიკაში საკუთარი ნავთობკომპანიის დაარსებიდან მალევე ჩაება. იგი ორი ვადის განმავლობაში იყო ტეხასის წარმომადგენელი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. ასევე დიპლომატიურ თანამდებობებზე და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორად მუშაობდა. 1980 წელს მან წარუმატებლად სცადა პრეზიდენტის ნომინაციის მოპოვება, მაგრამ რესპუბლიკურ პრაიმერებში გამარჯვებულმა რონალდ რეიგანმა იგი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.
1988 წელს ბუში რეიგანის მემკვიდრედ აირჩიეს პრეზიდენტის პოსტზე. მან არჩევნებში მასაჩუსეტსის გუბერნატორი მაიკლ დუკაკისი დაამარცხა. მისი პრეზიდენტობისას ბერლინის კედელი დაეცა, ხოლო ვარშავის პაქტი და საბჭოთა კავშირი დაიშალა. ასევე იგი სამხედრო შეჭრას პანამაში და სპარსეთის ყურის ომს ხელმძღვანელობდა. სამხედრო ტრიუმფის მიუხედავად, შიდა საკითხებში წინასაარჩევნო დაპირებების ღალატმა და გადასახადების გაზრდამ რესპუბლიკელ ამომრჩევლებში მისი პოპულარულობის დაცემა გამოიწვია. ეკონომიკური პრობლემების ფონზე იგი 1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ბილ კლინტონმა დაამარცხა.
იგი იყო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ უოლკერ ბუშის და ფლორიდის ყოფილი გუბერნატორის ჯებ ბუშის მამა.
2012 წელს დაუდგინდა პარკენსონის დაავადება.[1][2] გარდაიცვალა 2018 წლის 30 ნოემბერს, 94 წლის ასაკში,[3] თავის სახლში, ქალაქ ჰიუსტონში.[4] თანაგრძნობა გამოთქვეს ყოფილმა პრეზიდენტებმა — ჯორჯ ბუშმა, ბარაკ ობამამ, აგრეთვე პრეზიდენტ ნიქსონის ქალიშვილებმა.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Photo P012712PS-0676. The Whitehouse (January 27, 2012). ციტირების თარიღი: April 24, 2013.
- ↑ Updegrove, Mark K. (July 15, 2012). „An Exclusive Conversation with President and Mrs. Bush“. Parade. ციტირების თარიღი: February 15, 2017.
- ↑ „Former President George H.W. Bush dead at 94“. ABC News. December 1, 2018. ციტირების თარიღი: December 1, 2018.
- ↑ Nagourney, Adam (November 30, 2018). „George Bush, 41st President, Dies at 94“. The New York Times. ციტირების თარიღი: November 30, 2018.
- ↑ „Politicians and Family React to George Bush's Death“. The New York Times. December 1, 2018. ციტირების თარიღი: December 1, 2018.
|