შინაარსზე გადასვლა

ყავისფერი ჯუჯა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
18:04, 4 იანვარი 2022-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Y კლასის ყავისფერი ჯუჯა (მხატვრის წარმოსახვა)
შედარება: უმეტესი ყავისფერი ჯუჯა ოდნავ დიდია იუპიტერზე (10-15%), მაგრამ 75-ჯერ მძიმე ბევრად დიდი სიმკვრვის გამო. შენიშვნა: მზე არ არის სწორ მასშტაბში წარმოდგენილი. ის ბევრად დიდია, ვიდრე აქაა ნაჩვენები.

ყავისფერი ჯუჯა — სუბვარსკვლავური ობიექტი, რომელიც იმდენად მასიური არაა, რომ წყალბადი-1-ს სინთეზის რეაქციები წარმოქმნას ბირთვში, განსხვავებით მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავებისაგან. მათი მასის დიაპაზონი მძიმე გაზურ გიგანტებსა და მსუბუქ ვარსკვლავებს შორისაა, რომლის ზედა ზღვარი დაახლოებით 75-დან[1] 80 იუპიტერის მასამდეა (MJ). ნავარაუდევია, რომ 13 MJ-ზე მძიმე ყავისფერი ჯუჯა დეითერიუმის სინთეზს ახერხებს, ხოლო ~65 MJ ლითიუმსაც ასინთეზირებს.[2] ყავისფერი ჯუჯები შესაძლია სრულად კონვექცირებადი იყოს, არც ფენებით და არც სიღრმის მიხედვით ქიმიური დიფერენციაციით.[3]

ძალიან დაბალი მასის ყავისფერი ჯუჯისა და გიგანტი პლანეტის (~13MJ) განმარტებებზე დღემდე კამათობენ.[4] ერთი მხარის აზრები დაფუძნებულია ფორმირებაზე, ხოლო სხვა მხარისა — ინტერიერის ფიზიკაზე.[4]

კამათის ნაწილი ეხება იმას, უნდა გადაიტანოს თუ არა ყავისფერმა ჯუჯებმა სინთეზის პროცესი მათი არსებობის ისტორიის რომელიმე პერიოდში.

ვარსკვლავი კატეგორიზირებულია სპექტრული კლასით, სადაც ყავისფერი ჯუჯები აღნიშნულია, როგორც M, L, T და Y ტიპები.[4][5] მათი სახელის მიუხედავად, ყავისფერი ჯუჯები განსხვავებული ფერისაა. მრავალი ყავისფერი ჯუჯა ადამიანის თვალისთვის მეწამული გამოჩნდება,[4][6] ან შესაძლოა ნარინჯისფერი/წითელი.[7] ასეთი ტიპის ვარსკვლავები ძალიან კაშკაშა არ არის ხილულ სპექტრში.

არსებობს პლანეტები, რომლებიც ყავისფერი ჯუჯების გარშემო ბრუნავს: 2M1207b, MOA-2007-BLG-192Lb და 2MASS J044144b

დაახლოებით 6,5 სინათლის წლის მოშორებით უახლოესი ყავისფერი ჯუჯა არის ლუჰმან 16, რომელიც არის ყავისფერი ჯუჯების ორმაგი სისტემა. ის 2013 წელს აღმოაჩინეს. ერთ ყავისფერის ჯუჯას, სახელად DENIS-P J082303.1-491201 b, ულტრაგრილი ორმაგი სისტემიდან, დაახლოებით 28 იუპიტერის მასა აქვს, რის გამოც ის ყველაზე დიდი ეგზოპლანეტაა ცნობილთა შორის (2014 წლის მარტის მონაცემებით).

  1. Boss, Alan. (2001-04-03) Are They Planets or What?. Carnegie Institution of Washington. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-28. ციტირების თარიღი: 2006-06-08.
  2. Nicholos Wethington. (October 6, 2008) Dense Exoplanet Creates Classification Calamity. Universetoday.com. ციტირების თარიღი: January 30, 2013.
  3. Ian O'Neill. (13 September 2011) Violent Storms Rage on Nearby Brown Dwarf. Discovery.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: January 30, 2013.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 A. J. Burgasser - Brown dwarfs: Failed stars, super Jupiters (2008) (PDF). ციტირების თარიღი: 2013-03-16.
  5. Cushing, Michael C. (2014), „Ultracool Objects: L, T, and Y Dwarfs“, Joergens, Viki, 50 Years of Brown Dwarfs - From Prediction to Discovery to Forefront of Research, Astrophysics and Space Science Library, 401, Springer, pp. 113–140, ISBN 978-3-319-01162-2, http://rd.springer.com/chapter/10.1007/978-3-319-01162-2_7
  6. Burrows, A.; Hubbard, W.B.; Lunine, J.I.; Liebert, J. (2001). „The Theory of Brown Dwarfs and Extrasolar Giant Planets“. Reviews of Modern Physics. 73 (3). Bibcode:2001RvMP...73..719B. doi:10.1103/RevModPhys.73.719. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |pages719-765= (დახმარება)
  7. Cain, Fraser. (January 6, 2009) If Brown Isn’t a Color, What Color are Brown Dwarfs?. ციტირების თარიღი: 24 September 2013.


pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy