შინაარსზე გადასვლა

ავგეა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ათასი პირუტყვის მეპატრონეს ეხება. ათენას ქურუმი ქალის შესახებ იხილეთ ავგე.

ავგეა (ან ავგიასი, ბერძნ. Αυγείας, δ) — ელიდის მეფე, ჰელიოსის (სხვა ვერსიებით პოსეიდონის) ვაჟი, არგონავტთა ლაშქრობის მონაწილე.

ავგეამ მამისაგან მემკვიდრეობად უამრავი ჯოგი და რემა მიიღო, რომელთაც ბოსლებსა და თავლებში ინახავდა. ავგიასის ბოსლები და თავლები 30 წლის განმავლობაში არავის გაეწმინდა, რის გამოც დაგროვებული უზარმაზარი რაოდენობის ნაკელის გამო მთელი პელეპონესი ყარდა. ერესთევსის დავალებით ჰერაკლეს ურთულესი დავალება უნდა შეესრულებინა - თავლები უნდა გაეწმინდა. ჰერაკლემ ავგეას აღუთქვა, რომ ერთ დღეში გაწმენდდა თავლებს, სამაგიეროდ კი მეფეს ჯოგთა და რემათა მეათედი უნდა მიეცა. ჰერაკლემ იოლაოსი მოიშველია, თავლებს კედლები მოუნგრია და მდინარეები ალფეოსი და პენეოსი მიუშვა. დაღამებამდე გმირმა დავალება შეასრულა, მაგრამ ავგეამ პირობა არ შეასრულა და ჰერაკლე ხელცარიელი გაისტუმრა. ეს იყო ჰერაკლეს მეექვსე გმირობა, თუმცა ევრისთევსმა ის არ ჩაუთვალა, შარი მოსდო იოლაოსის დახმარებისა და ავგეასათვის გასამრჯელოს გამოძალვის მცდელობისათვის.

ევრისთევსისაგან თავის დახსნის შემდეგ ჰერაკლემ ავგეას ვერაგობა არ აპატია, ელიდაში შეიჭრა და სასტიკი ბრძოლის შემდეგ ისრით განგმირა ავგეა, მისი ვაჟები კი ამოხოცა.

გამოთქმა „ავგეას თავლები” ამ მითიდან მოდის და ძლიერ დაბინძურებულ ადგილსა და ძნელად მოსაწესრიგებელ, არეულ საქმეს გულისხმობს.

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, გამომცემლობა „აი ია”, ტ.2, თბ, 2008 წ.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ავგეა“-დან
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy