შინაარსზე გადასვლა

გეიბ ნიუელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გეიბ ნიუელი

ნიუელი 2010 Game Developers Conference-ზე
დაბადების თარიღი 3 ნოემბერი, 1962 (1962-11-03) (61 წლის)
სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
აქტიური 1983–დღემდე
ქონება 4.1 მილიარდი ამერიკული დოლარი (2017)[1]
ცნობილია როგორც Valve Corporation-ის თანადამფუძნებელი
პარტნიორ(ებ)ი ლიზა მენეტ ნიუელი (1996-)
შვილ(ებ)ი 2[1]
ჯილდოები BAFTA Fellowship (2013)
AIAS (2013)[2]

გეიბ ლოგან ნიუელი (ინგლ. Gabe Newell; დ. 3 ნოემბერი, 1962), მეტსახელით გეიბენი — ამერიკელი პროგრამისტი და ბიზნესმენი. იგი არის ვიდეო თამაშების მწარმოებელი და ციფრული დისტრიბუციის კომპანიის, Valve Corporation-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი.

გეიბ ნიუელი დაიბადა აშშ-ის ქალაქ სიეტლში. 1980-იანი წლების დასაწყისში იგი სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, მაგრამ თავი დაანება სწავლას, რათა ემუშავა ამერიკის ტექნოლოგიურ კომპანია „Microsoft“-ში. მაიკროსოფტში იგი მუშაობდა ოპერაციული სისტემის თავდაპირველ ვერსიაზე.

კომპანიაში მუშაობის პერიოდში გეიბი და მისი თანამშრომელი, მაიკ ჰარინგტონი, მიიზიდა კომპიუტერულმა თამაშებმა, რომლებიც გამოვიდა 1990-იანი წლებში, როგორებიც არის id Software-ის „Doom“ და „Quake“. სრულად დარწმუნებულმა, რომ მომავალში ვიდეო თამაშები გართობის ერთ-ერთ საშუალებად გადაიქცეოდა, და საკუთარი კომპანიის არსებობის ამბიციით შეპყრობილმა ნიუელმა თავის ამხანაგ ჰარინგტონთან ერთად მიატოვა მაიკროსოფტი და 1996 წელს გახდა ვალვის ერთ-ერთი დამაარსებელი, სადაც იგი დღემდე რჩება პრეზიდენტის თანამდებობაზე.

დამატებითი ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Gabe Newell. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2017.
  2. D.I.C.E Special Awards. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2017.
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy