შინაარსზე გადასვლა
დაფნა დიუ მორიე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფნა დიუ მორიე
ინგლ. Daphne Busson du Maurier Browning
დაბადების თარიღი 13 მაისი, 1907
დაბადების ადგილი ლონდონი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 19 აპრილი, 1989 (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარი[1]
ფსევდონიმი Daphne du Maurier
საქმიანობა რომანისტი[2] , მწერალი[3] , სცენარისტი, დრამატურგი[3] , ბიოგრაფი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[4]
პერიოდი 1931-1989
ჟანრი გოთიკური ლიტერატურა
Magnum opus რებეკა, My Cousin Rachel, Jamaica Inn, Frenchman's Creek, The House on the Strand, განტევების ვაცი და The Birds and Other Stories
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალბატონი-კომანდორი, წიგნების ეროვნული პრემია, The Grand Master[5] და ენტონის ჯილდო[6]
მეუღლე ფრედერიკ ბრაუნინგი[7]
შვილ(ებ)ი ტესა მონტგომერი[8] [7] , ფლავია ბრაუნინგი[8] [7] და ქრისტიან ბრაუნინგი[7]
საიტი dumaurier.org
დაფნა დიუ მორიე (ინგლ. Daphne du Maurier; დ. 13 მაისი, 1907 — გ. 19 აპრილი, 1989) — ინგლისელი ავტორი და დრამატურგი.
დიუ მორიე რომანტიკოს რომანისტად მიიჩნევა, თუმცა მისი ნაწარმოებები ხასიათდება, როგორც „მელანქოლიური და რეზონანსული“ პარანორმალურობის დეტალებით. მწერლის მრავალი ნამუშევარი, რომლებიც თავდაპირველად კრიტიკოსებმა არასერიოზულად მიიღეს, შემდგომში ბესტსელერი გახდა და მწერალს თხრობის ოსტატური მანერისთვის აღიარება მოუტანა.
დიუ მორიეს ნაწარმოებების არაერთი წარმატებული კინოადაპტაციაა შექმნილი, მათ შორის გამორჩეულია ალფრედ ჰიჩკოკის ნამუშევრები, რომელიც მწერლის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო.[9] 1939 წელს რეჟისორმა დიუ მორიეს რომანის „ტავერნა იამაიკა“ მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. 1940 წელს შექმნა კინოადაპტაცია მწერლის ყველაზე გახმაურებული რომანისა „რებეკა“, ხოლო 1963 წელს გადაიღო ფილმი მოთხრობის „ჩიტები“ მიხედვით.
დიუ მორიეს ნაწარმოებებში მოქმედება ძირითადად კორნვოლის სანაპიროზე ვითარდება, სადაც მან ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა. ცნობილია, რომ პოპულარობის ზრდასთან ერთად, მწერალი უფრო და უფრო ჩაკეტილი ხდებოდა.[10]
ქართული ენაზე თარგმნილია დიუ მორიეს ცნობილი რომანი „რებეკა“.
დაფნა დიუ მორიე 1907 წელს ლონდონში დაიბადა. მისი მამა გამოჩენილი მსახიობი და მენეჯერი სერ ჯერალდ დიუ მორიე იყო, ხოლო დედა – მსახიობი მურიელ ბომონტი. მისი ბაბუა, ჯორჯ დიუ მორიე, მწერალი და კარიკატურისტი იყო.
დიუ მორიე მშობლებისთვის მეორე შვილი იყო. მას ორი და ჰყავდა. უფროსი, ანჯელა დიუ მორიე ‒ მწერალი, ხოლო უმცროსი, ჟანა დიუ მორიე, მხატვარი იყო.[10]
დაფნა დიუ მორიეს ლიტერატურული კარიერის შექმნაში ოჯახური კავშირები დაეხმარა. მისი სამწერლო დებიუტი 1931 წელს რომანით „სასიყვარულო განწყობა“ შედგა.
დიუ მორიეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ნამუშევარია რომანი „რებეკა“, რომელიც 1938 წელს გამოვიდა. რომანმა მყისიერი წარმატება მოიპოვა. 1938-1965 წლებში მისი 3 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. „რებეკა“ მუდმივად ახალი ტირაჟებით იბეჭდებოდა და მისი როგორც სასცენო, ისე კინოადაპტაცია რამდენჯერმე შედგა. დიუ მორიემ აშშ-ში, როგორც 1938 წლის ფავორიტი რომანის ავტორმა, ეროვნული წიგნის ჯილდო მიიღო.[11] BBC-ის 2003 წლის ლიტერატურულ გამოკითხვაში ბრიტანელი ხალხის საყვარელ რომანებს შორის „რებეკა“ მე-14 ადგილზე დასახელდა.[12]
მწერლის გამორჩეულ ნამუშევრებს შორისაა „განტევების ვაცი“, „სახლი სანაპიროზე“ და „მეფის გენერალი“. ამ უკანასკნელში მოქმედება ინგლისის პირველი და მეორე სამოქალაქო ომების პერიოდში ხდება და განვითარებული მოვლენები როიალისტის პერსპექტივიდანაა ასახული. დიუ მორიეს სხვა ნაწარმოებთაგან განსხვავებით, რომანს ქალი მთხრობელი ჰყავს.[13]
დიუ მორიეს არაერთი რომანის კინოადაპტაციაა შექმნილი, მათ შორისაა „ტავერნა იამაიკა“ და „ჩემი ბიძაშვილი რეიჩელი“. მწერლის მოთხრობებზე დაფუძნებული ფილმებია ალფრედ ჰიჩკოკის „ჩიტები“ და ნიკოლას როეგის „არ გამოიხედო“. დიუ მორიე ხშირად აღნიშნავდა, რომ თავისი ნაწარმოებების კინოადაპტაციებს შორის მხოლოდ ალფრედ ჰიჩკოკის „რებეკა“ და ნიკოლას როეგის „არ გამოიხედო“ მოსწოდა.
დიუ მორიე უკმაყოფილო იყო ფილმის „ტავერნა იამაიკა“ წარმოებით, რომლისთვისაც მას რომანის დასასრულის სრული შეცვლა მოუხდა, რათა სიუჟეტი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის, ჩარლზ ლოტონის, ხასიათისთვის მიესადაგებინა. აგრეთვე მწერალი ფიქრობდა, რომ ფილმში „ჩემი ბიძაშვილი რეიჩელი“ მსახიობი ოლივია დე ჰევილენდი არ შეეფერებოდა ანტაგონისტის როლს.[14] დიუ მორიე ასევე ნანობდა მთავარი როლის შემსრულებლად მსახიობი ალეკ გინესის არჩევას ფილმისთვის „განტევების ვაცი“, რომელიც მან ნაწილობრივ დააფინანსა.
დიუ მორიეს რომანებში, რომლებშიც ბედნიერი დასასრული დიდი იშვიათობაა, ხშირად გვხვდება ავისმომასწავებელი ნიშნები და პარანორმალურობის დეტალები, რის გამოც მწერალს ხშირად „რომანტიკოს რომანისტს“ უწოდებდნენ. ამ მხრივ, დიუ მორიე ახლოსაა უილკი კოლინზისა და სხვა მწერლების „სენსაციურ რომანებთან“. ნეკროლოგმა ქეით ქელევეიმ მის შესახებ დაწერა: „დიუ მორიე წინასწარ გათვლილი ამოუხსნელი ამოცანების ოსტატი იყო. მას სურდა, მკითხველს მის თავსატეხებზე თავი ემტვრია და კითხვისას ერთი წუთითაც კი არ მოედუნებინა გონება. მას უნდოდა, მის რომანებს დასრულების შემდეგაც არ მოეცა ჩვენთვის მოსვენების საშუალება.“[15]
მწერლის 1969 წლის რომანში „სახლი სანაპიროზე“ მენტალური დროში მოგზაურობის ელემენტებს ვხვდებით. რომანის პროტაგონისტი საკუთარ თავზე ნარკოტიკული ნივთიერების გამოცდას დასთანხმდება, რომლის მიღების შემდეგაც XIV საუკუნის კორნვოლში გადაინაცვლებს, სადაც ტრაგიკული სიყვარულის ისტორიის შემსწრე გახდება.[16]
დიუ მორიეს რომანი „მერი ენი“ (1954) მხატვრულად მოგვითხრობს მისი შორეული წინაპრის, მერი ენ კლარკის, ცხოვრების შესახებ, რომელიც 1803-1808 წლებში ფრედერიკ ავგუსტუსის, იორკისა და ალბანის გრაფის, საყვარელი იყო.
მწერლის უკანასკნელი რომანი „ბრიტანეთის მართვა“, რომელიც გლედის კუპერს ეძღვნება, ხანშიშესული მსახიობი ქალის შესახებ მოგვითხრობს.
დიუ მორიეს მოთხრობები შედარებით უფრო შავბნელი ტონებით გამოირჩევა. მოთხრობები ‒ „ჩიტები“, „არ გამოიხედო“, „ვაშლის ხე“ და „ლურჯი ლინზა“ ‒ შიშისმომგვრელი ზღაპრებია, რომლებიც მკითხველის შოკირებასა და გაოცებას ახდენენ. მწერლის ბიოგრაფი მარგარეტ ფოსტერი მის შესახებ წერდა: „იგი მასობრივი პროზის ყველა აუცილებელ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, ამასთანავე კი ‘ჭეშმარიტი ლიტერატურის’ მოთხოვნებსაც ზუსტად პასუხობდა.“
2011 წელს დიუ მორიეს დაკარგული მოთხრობების კრებული აღმოაჩინეს, რომელიც მან 21 წლის ასაკში დაწერა. ერთ-ერთ მათგანი, „თოჯინა“, მექანიკური სექს-სათამაშოთი ახალგაზრდა ქალის ობსესიის შესახებ მოგვითხრობს.[17]
ცხოვრების ბოლო პერიოდში მწერალი არამხატვრულ ტექსტებს, მათ შორის ბიოგრაფიებს, წერდა.
1932 წელს დიუ მორიე მაიორ ფრედერიკ ბრაუნინგზე დაქორწინდა, რომელიც მოგვინებით ლეიტენანტი-გენერალი გახდა. წყვილს სამი შვილი შეეძინა: ტესა, ფლავია და ქრისტიანი.
დიუ მორიე 1989 წლის 19 აპრილს, 81 წლის ასაკში, კორნვოლში გარდაიცვალა. მის სხეულს კრემაცია ჩაუტარდა.[18][19]
• „სასიყვარულო განწყობა“ (1931)
• „ტავერნა იამაიკა“ (1936)
• „რებეკა“ (1938)
• „მეფის გენერალი“ (1946)
• „ჩემი ბიძაშვილი რეიჩელი“ (1951)
• „სახლი სანაპიროზე“ (1969)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1. Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
2. Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 314.
3. 3.0 3.1 The Fine Art Archive — 2003.
4. LIBRIS — 2016.
5. https://edgarawards.com/category-list-the-grand-master/
6. http://www.bouchercon.com/anthony-awards/winners-and-nominees/2000s/
7. 7.0 7.1 7.2 7.3 Kindred Britain
8. 8.0 8.1 Lundy D. R. The Peerage
9. How Daphne du Maurier became Hitchcock’s favourite author.
10. 10.0 10.1 Dunn, Jane. Daphne du Maurier and Her Sisters. HarperPress (2013)
11. "Book About Plants Receives Award: Dr. Fairchild's 'Garden' Work Cited by Booksellers", The New York Times, 15 თებერვალი 1939, გვ. 20. ProQuest Historical Newspapers The New York Times (1851-2007).
12. "The Big Read", BBC (აპრილი 2003).
13. Books, Five. The Best Daphne Du Maurier Books | Five Books Expert Recommendations.
14. Martyn Shallcross, Daphne du Maurier Country, Bossiney Books.
15. Kate Kellaway, The Observer, 15 April 2007. "Daphne's unruly passions", theguardian.com; აღდგენილია 12 მაისი 2016.
16. Review of The House on the Strand - Laura Varnam.
17. Bell, Matthew (2011). „Fan tracks down lost stories of Daphne Du Maurier“. The Independent. London, UK.
18. Margaret Forster, ‘Du Maurier, Dame Daphne (1907–1989)’, rev., Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, 2004 Du Maurier [married name Browning, Dame Daphne]
19. Wilson, Scott. Resting Places: The Burial Sites of More Than 14,000 Famous Persons, 3d ed.: 2 (Kindle Location 13209). McFarland & Company, Inc., Publishers. Kindle Edition.
pFad - Phonifier reborn
Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.
Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.
Alternative Proxies:
Alternative Proxy
pFad Proxy
pFad v3 Proxy
pFad v4 Proxy