შინაარსზე გადასვლა

დიამაგნეტიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიამაგნეტიკინივთიერება, რომელიც მაგნიტდება გარე მაგნიტური ველის მიმართულების საწინააღმდეგოდ. როცა გარე მაგნიტური ველი არ არსებობს, დიამაგნეტიკი დამაგნიტებული არ არის. გარე მაგნიტური ველის ზემოქმედებით დიამაგნეტიკის ატომი იძენს m მაგნიტურ მომენტს (ხოლო ნივთიერების თითოეული მოლი — M ჯამურ მომენტს), რომელიც ველის H დაძაბულობის პროპორციულია და მიართულია მის საწინააღმდეგოდ. ამიტომ დიამაგნეტიკის მაგნიტური ამთვისებლობა ყოველთვის უარყოფითია, სადაც ერთი მოლის ამთვისებლობაა.

ზოგიერთი დიამაგნეტიკის მაგნიტური
ამთვისებლობა
(ნორმალურ პირობებში)[1]
ნივთიერება მაგნიტური ამთვისებლობა
·10-6 (მ3/მოლ)
აზოტი, N2 −3.0
წყალბადი, Н2 −4.0
გერმანიუმი, Ge −12.7
სილიციუმი, Si −3.1
წყალი, Н2O −13.0
სუფრის მარილი, NaCI −30.3
აცეტონი, С3Н6О −33.8
გლიცერინი, С3Н8О3 −57.1
ნაფტალინი, С10Н8 −91.8
ბისმუთი, Bi, −284.0
ნახშირბადი, С −85
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy