შინაარსზე გადასვლა

ვერხვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერხვი

Populus trichocarpa
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტირიფისებრნი
გვარი:  ვერხვი
ლათინური სახელი
Populus

ვერხვი (ლათ. Populus) — დიდი ზომის ფოთოლმცვივანი ორსახლიანი ხეების გვარი ტირიფისებრთა ოჯახისა. ყვავის ადრე გაზაფხულზე, ფოთლების გაშლამდე, ზოგიერთი — ფოთლების გამოტანასთან ერთად. ერთსა და იმავე ხეს სხვადასხვა ტოტზე სხვადასხვა ფორმის ფოთოლი ასხია. ნაყოფი კოლოფია.

ვერხვი მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყარით, ზოგჯერ ფესვის ნაბარტყით. სწრაფმზარდია, ხარობს კარგად დრენირებულ, ტენიან ნიადაგზე, თუმცა გაშენება თითქმის ყველანაირ ნიადაგზე შეიძლება. ზოგი სახეობა მარილგამძლეა და ხანგრძლივი დატბორვისაგან ნაკლებად ზიანდება, დაჭაობებას ვერ იტანს. სინათლის მოყვარულია, ქარგამძლე, ფართოდ იყენებენ გასამწვანებლად.

იზრდება მთისა და მდინარისპირა ტყეებში. აქვს თეთრი, მსუბუქი და რბილი მერქანი, რომელსაც ქაღალდის, ასანთისა და საფანერო წარმოებაში, აგრეთვე ლატნებისა და სარების დასამზადებლად, ზოგჯერ საშენ მასალად. ქერქი შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, ზოგი სახეობის სურნელოვანი კვირტები — ძვირფას ეთეროვან ზეთებს.

ცნობილია 100-ზე მეტი სახეობა, მათგან ბევრი კულტივირებულია. ჩვენში მთისა და ჭალის ტყეებში ვერხვის 8 სახეობა იზრდება: ტურანგი (Populus euphratica), თეთრი ხვალო (Populus alba), ჭალის ვერხვი (Populus canescens), მთრთოლავი ვერხვი (Populus tremula) და ოფი (Populus nigra), მ. შ. ოფი, თეთრი ხვალო და მთრთოლავი ვერხვი კულტივირებულიცაა. ინტროდუცირებული სახეობებიდან უფრო ფართოდაა მოშენებული პირამიდული ვერხვი (Populus pyramidalis), კანადური ვერხვი (Populus deltoides) და სხვა.

pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy