შინაარსზე გადასვლა

ვულკანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვულკანო

ვულკანელო (წინა პლანზე) და ვულკანო
გეოგრაფია
მდებარეობა ტირენიის ზღვა
კოორდინატები 38°24′15″N 14°57′57″E / 38.4042° ჩ. გ. 14.9658° ა. გ. / 38.4042; 14.9658
ფართობი 21 კმ²
უმაღლესი წერტილი 499 მ

ვულკანო (იტალ. Isola di Vulcano; სიცილ. Vurcanu) — პატარა ვულკანური კუნძული ტირენიის ზღვაში. ეკუთვნის იტალიას. სიცილიიდან ჩრდილოეთით მდებარეობს დაახლოებით 25 კმ-ში. ლიპარის კუნძულების ყველაზე სამხრეთი ნაწილი. ფართობი 21 კმ², სიმაღლე 499 მ. ამჟამად კუნძულზე ცხოვრობს დაახლოებით 715 ადამიანი.[1] კუნძული წარმოადგენს ვულკანურ მასივს, რომელიც შედგება რამდენიმე ვულკანური ცენტრისაგან, რომელთაგან ერთ-ერთი მოქმედია.

რელიეფი რთულია. სანაპირო ციცაბოა, თუმცა ადგილ-ადგილ განვითარებულია ქვიშის პლაჟი. ბევრია ფუმაროლები, რის ხარჯზე განვითარებულია აბაზანები. არის აგრეთვე გოგირდის ცხელი წყაროები, რომელთა ტემპერატურა მერყეობს 35 °C-დან 50 °C-მდე. კუნძულის სამხრეთი ნაწილი უფრო ამაღლებულია ვიდრე ჩრდილოეთი. აქვეა განლაგებული უძველესი ვულკანური კონუსები, მათ შორის მონტე-არია (499 მ), მონტე-სარაკენა (481 მ), მონტე-ლუჩია (188 მ). კუნძულის ცენტრალურ ნაწილი ამაღლებულია ფოსის ვულკანური კონუსის სახით, რომლის მწვერვალზე არის დიდი ზომის კრატერი. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილშია მთა ვულკანელო (123 მ), რომელიც კუნძულებთან შერთებულია ვიწრო ყელით. ძვ. წ. 123 წელს მოხდარი ამოფრქვევის შედეგად ვულკანელო განცალკევებული კუნძულის სახით წარმოიქმნა. 1553 წელს ვულკანოდან წამოსულმა ლავურმა ნაკადმა შექმნა ვიწრო ყელი, რომლის შედეგად ვულკანელო გარდაიქმნა ნახევარკუნძულად. კუნძულ ვულკანოზე უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1888-1890 წწ. განვითარებულია ტურიზმი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ვულკანო

  1. 2001 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2011-11-29.
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy