იუპიტერ LXIII
იუპიტერ LXIII, S/2017 J 2 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის კარმეს ჯგუფში.
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამგზავრი აღმოაჩინა კარნეგის ასტრონომმა სკოტ შეპარდმა 2017 წლის 23 მარტს სერრო ტოლოლოს ობსერვატორიაში გადაღებულ ორ სურათზე. მოგვიანებით, იგივე თანამგზავრი აღმოაჩინეს 2016 წლის 5 თებერვალს მაუნა კეას ობსერვატორიაში გადაღებულ ფოტოებზე. აღმოჩენა გამოცხადდა 2018 წლის 17 ივლისს.[1]
2018 წლის 25 სექტემბერს აღმოჩენა აღიარა საერთაშორისო ასრტონომიულმა კავშირმა და თანამგზავრმა მიიღო მუდმივი ნომერი იუპიტერ, მაგრამ უსახელო დარჩა.[2]
ორბიტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამგზავრი იუპიტერის გარშემო ორბიტას დაახლოებით 723.8 დღეში ასრულებს. დიდი ნახევარღერძი დაახლოებით 23.24 მილიონი კილომეტრია. ორბიტის გასწვრივ მოძრაობის მიმართულება ეწინააღმდეგება იუპიტერის ბრუნს მისი ღერძის გარშემო.[1]
ფიზიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფიზიკური მახასიათებლები დანამდვილებით უცნობია, მაგრამ მისი სიკაშკაშის მიხედვით, ასტრონომები ვარაუდობენ, რომ თანამგზავრის დიამეტრი დაახლოებით 1 კილომეტრია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Международный астрономический союз. (2018-07-17) MPEC 2018-O10 : S/2017 J 2. Центр малых планет. ციტირების თარიღი: 2019-01-21.
- ↑ Международный астрономический союз. (2018-09-25) MPC 111804. Центр малых планет. ციტირების თარიღი: 2019-01-20.
|
|