მშვიდობის სასახლე
მშვიდობის სასახლე — გაეროს საერთაშორისო სასამართლოს და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა ჰააგაში, რომელსაც 7 ჰა მიწის ფართობი უკავია. მასში განთავსებულია იუსტიციის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც გაეროს მთავარი სასამართლო ორგანოა, მუდმივმოქმედი საარბიტაჟო სასამართლო, ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემია და მშვიდობის სასახლის ბიბლიოთეკა.
სასახლე ოფიციალურად 1913 წლის 29 აგვისტოს გაიხსნა და მისი თავდაპირველი დანიშნულება ის იყო, რომ გამხდარიყო მუდმივმოქმედი საარბიტაჟო სასამართლოს მთავარი შენობა, რომელიც ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა. ენდრიუ დიქსონ უაიტმა და ენდრიუ კარნეგმა 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიციით შეძლეს და ააშენეს მშვიდობის სასახლე.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასახლე აგებულია გრანიტის, ქვიშაქვისა და წითელი აგურისაგან. პროექტის ავტორი და არქიტექტორია ფრანგი ლუის კორდონე. სასახლე აგებულია ნეორენესანსის არქიტექტურულ სტილში. სასახლის მარცხენა მხარეს მიშენებულია 80 მ სიმაღლის საათის კოშკი.
1907 წელს პირველი ქვა სიმბოლურად მოათავსეს ჰააგაში, მეორე კონფერენციისას, მშენებლობა რამდენიმე თვის შემდეგ, 1913 წლის 28 აგვისტოს დასრულდა ინაუგურაციით, რომელსაც ენდრიუ კარნეგი ხელმძღვანელობდა.
2007 წელს დედოფალმა ბეატრიქსმა, ოფიციალურად გახსნა ახალი შენობა მშვიდობის სასახლის ბიბლიოთეკისთვის, სადაც განთავსდა მთლიანი კატალოგი, ლექციის დარბაზი და ახალი სამკითხველო ოთახები, რომელთა აშენება და გაფორმებაც მთლიანად ორ ადამიანს დაევალა: მაიკლ ვილფორდსა და მანუელ შუპს.
1908 წელს ტომას ჰაიტონ მაკსონმა გაიმარჯვა კონკურსში და უფლება მიეცა გაეფორმებინა სასახლის ეზო. საბიუჯეტო შეზღუდვების გამო, მას ასევე უნდა დაეტოვებინა დიზაინის ელემენტები: მთები და ქანდაკებები, ხოლო რაც შეეხება კარიბჭეს, 2002 წელს იქ განთავსდა მშვიდობის მარადიული ცეცხლი.
სასახლეში წარმოდგენილია მრავალი ქანდაკება, ბიუსტი თუ ცნობილი პორტრეტები მსოფლიოდან და სხვადასხვა პერიოდიდან. ჰააგაში სასახლე სავსეა სხვადასხვა ერის მრავალი საჩუქრით, რომლებიც მეორე კონფერენციას დაესწრნენ და მხარდაჭერის ნიშნად სასახლეს აჩუქეს. მათ შორისაა 3,2 ტონიანი ვაზა რუსეთიდან, კარები ბელგიიდან, მარმარილო იტალიიდან, შადრევანი დანიიდან, კედლის ხალიჩები იაპონიიდან, საათის კოშკი შვეიცარიიდან (რომელიც შვეიცარიის დროს აჩვენებს), სპარსული ხალიჩები და ხე ინდონეზიიდან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასახლის აგების იდეა გაჩნდა განიარაღების შესახებ პირველი სამშვიდობო კონფერენციის დროს, რომელიც მოიწვიეს იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ინიციატივით 1898 წლის 24 აგვისტოს. სასახლე აშენდა ნიდერლანდების იმპერატრიცა ვილჰელმინას პატრონაჟითა და ამერიკელი რკინიგზის მაგნატისა და მეცენატის ენდრიუ კარნეგის ფინანსებით. 1946 წლიდან შენობაში განთავსებულია გაეროს საერთაშორისო სასამართლო (1940 წლამდე აქ განთავსებული იყო მისი წინამორბედი საერთაშორისო სააბიტრაჟო სასამართლო). შენობაში ასევე განთავსებულია ბიბლიოთეკა და მუზეუმი, რომელიც ეძღვნება საერთაშორისო სასამათლოს მოღვაწეობას. მუზეუმი გაიხსნა 1999 წელს. იგი გახსნა გაეროს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა და საერთაშორისო სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ სტივენ შვებელმა.
სასახლეში შემავალი ინსტიტუტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მშვიდობის სასახლეში განთავსებულია სხვადასხვა ორგანიზაცია:
- საარბიტაჟო სასამართლო — (2013-დღემდე)
- საერთაშორისო იუსტიციის მუდმივმოქმედი სასამართლო — (1922-1946 წწ.)
- კარნეგის ფონდი — მშვიდობის სასახლის მფლობელი ფონდი, ქველმოქმედი ენდრიუ კარნეგი ითვალისწინებდა მშვიდობისა და ეთიკის საერთაშორისო წესებს და საქმეებს ამ მიზნით წარმართავდა. ამრიგად ის მხარს უჭერდა მეცნიერებას, განათლებას, კულტურასა და სხვა მრავალ პროექტს.
- ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემია — (1923-დღემდე)
არსებობენ ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებიც უშუალოდ მშვიდობის სასახლეში არ მდებარეობენ, მაგრამ ისინიც უწყვეტად აგრძელებენ მუშაობას ჰააგაში, ესენია:
- აშშ-ირანის ტრიბუნალი
- ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი
- საერთაშორი სისხლის სამართლის სასამართლო
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- მშვიდობის სასახლის ბიბლიოთეკა
- Website for Projects connected with the 100 year anniversary of the Peace Palace
- The ICJ in the Service of Peace and Justice, Conference organised on the Occasion of the Centenary of the Peace Palace, 23 September 2013