შინაარსზე გადასვლა

ნიორა სოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიორა სოკო

ნიორა სოკო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
ქვესამეფო:  უმაღლესი სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  Marasmiaceae
სახეობა:  ნიორა სოკო
ლათინური სახელი
Mycetinis scorodonius
Marasmius scorodonius

ნიორა სოკო (ლათ. Mycetinis scorodonius) — სოკო ლათ. Marasmiaceae-ის ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 0,5-2,5 სმ აღწევს. ნორჩი სოკო გამობურცულ-კონუსური ან ნახევარსფეროსებრია, გადაბრუნებული კიდით. ქუდის ზედაპირი შიშველი და გლუვია, იშვიათად დაღარული. ნოტიო ამინდში მოვარდისფრო-მოყავისფროა ან ჟანგმიწოვან-წითელი, შეშრობისას კრემისფერი ან ჟანგმიწოვანი. რბილობი ძალიან თხელია ნივრის ძლიერი სუნითა და გემოთი. ჰიმენოფორის ფირფიტები მეჩხერია.

ფეხის სიგრძე 0,5-5 სმ, ხოლო სისქე 1-2 მმ აღწევს; ცენტრალური, ცილინდრული, მაგარი, ზოგჯერ დაღარულია, ზედა ნაწილში ნარინჯისფერი, ქვემოთ მოწითალო-მოყავისფრო ან შავი, შიშველი და კრიალაა. სპორული ფხვნილი თეთრია. სპორების ზომებია 8,5-10×3,5-4,5 მკმ, ელიფსური. ბაზიდიუმი ოთხსპორიანია, რომლის ზომებია 25-35×6-8 მკმ.

ნიორა სოკო ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში წიწვებზე, ტოტებსა და ლპობად ქერქზე, ჩვეულებრივი მანანას ღეროებსა და იშვიათად ბალახებს შორის. პატარა სოკოა ნივრის ძლიერი სუნით, რომელიც გამოიყენება როგორც საკაზმ-სანელებელი. ნივრის სუნი სოკოს გამოშრობის დროსაც დაჰკრავს. საჭმელად ვარგისი სოკოა. ნიორა სოკო გვხვდება საქართველოშიც.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy