შინაარსზე გადასვლა

ნუნუ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნუნუ II (პორტ. Nuno II Mendes; დ. ?– გ. 1071) — პორტუგალიის საგრაფოს უკანასკნელი გრაფი (1050–1071 წწ.). ვიმარა პერეშის დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. გრაფ მენდუ III-ის შვილი და მემკვიდრე. მისი სწრაფვა უფრო მეტი ავტონომია მოეტანა პორტუგალიისათვის წინააღმდეგობაში მოდიოდა გალისიის სამეფოს ინტერესებთან, რამაც გამოიწვია ნუნუ II-ის დაპირისპირება გალისიის მეფე გარსია I-თან. 1071 წლის 18 იანვარს ნუნუ II პედროსოსთან ბრძოლაში კიდეც შეეწირა ამ ინტერესებს. ნუნუ მენდეშის გარდაცვალების შემდეგ პორტუგალიის საგრაფო შეუერთდა გალისიის სამეფოს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy