შინაარსზე გადასვლა

ფესურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფესურა (ძვ. ბერძნ. rhizoma) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა ყლორტის მიწისქვეშა სახეცვლილება. კარგად გამოსახული მეტამერული სტრუქტურა აქვს, რითაც განსხვავდება ფესვისაგან. მუხლები ადვილად შეიმჩნევა მასზე განვითარებული აპკისებრი ან ქერქლისებრი ფოთლებით, ნაჭდევებით.

ფესურის მუხლებსა და ფოთლის იღლიებში წარმოიქმნება კვირტები, რომლებიც ყოველწლიურად ახალ მიწისზედა ყლორტებსა და დამატებით ფესვებს იძლევიან. განარჩევენ გრძელ- და მოკლეფესურიან მცენარეებს. ზოგი მცენარის ფესურაზე გორგლები წარმოიქმნება. ისინი ძირითადად ნახშირწყლებს შეიცავენ. ზოგჯერ ფესურა სამკურნალო, საღებავ, მთრიმლავ ან სხვა ნივთიერებებს შეიცავს. გრძელფესურიან მცენარეებს ხშირად იყენებენ მოძრავი ქვიშებისა და ეროზირებული ნიადაგების დასამაგრებლად.

pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy