ფუშიმის სასახლე
ფუშიმის სასახლე (伏見城 ფუშიმი-ჯო?) აგრეთვე ცნობილი როგორც მომოიამის სასახლე ან ფუშიმი-მომოიამის სასახლე — სასახლე, რომელიც მდებარეობს კიოტოს კუშიმის ადმინისტრაციულ რაიონში. დღევანდელი სტრუქტურა არის 1964 წლის ტოიოტომი ჰიდეიოსის მიერ აგებული თავდაპირველი, ორიგინალი სასახლის კოპიო. [1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველი სასახლის მშენებლობა დაიწყო 1592 წელს, როდესაც ჰიდეიოშიმ დატოვა რეგენტობის თანამდებობა, სასახლის მშენებლობა კი დასრულდა 1594 წელს. ოცი პროვინციიდან უკვე მომზადებული მუშები მუშაობდნენ სასახლის მშნებელობაზე, მათი რაოდენობა დაახლოებით 20000-დან 30000-მდე იყო.[2]
მიუხედავად იმისა, რომ გარე შეხედულებით სასახლე საბრძოლო მიზნებისთვისაა, სინამდვილეში სტრუქტურა განკუთვნილი იყო, როგორც ჰიდეიოშის საპენსიო სასახლე, სწორედ ამ მიზნისთვის იყო მოწყობილი და მორთული სასახლე. ეს სასახლე განსაკუთრებუით ცნობილია მისი ჩაის ცერემონიის ოთახით, რომლის კედლებიც და ხელსაწყოებიც დაფარული იყო ოქროს ფოთლით. სასახლე უნდა ყოფილიყო ჰიდეიოშის სამშვიდობო მოლაპარაკებების ადგილი ჩინელ დიპლომატებთან, რათა მოეძებნათ გზა კორეაში შვიდწლინი ომის დასასრულებლად, მაგრამ მისი აგებიდან ორ წელიწადში მიწისძვრის შედეგად სასახლე მთლიანად დაინგრა.
იგი მალევე აღადგინეს, სასახლეზე კონტროლი კი ტორი მოტოტადაზე გადავიდა, რომელიც იყო ტოკუგავა იეიასუს ვასალი. 1600 წელს სასახლე იშიდა მიტსუნარის მნიშვნელოვანი და ცნობილი ალყის შედეგად დაეცა. ტორი მოტოტადამ გამოიჩინა ძალიან დიდი სიმამაცე და ღირსება, ის სასახლეს თერთმეტი დღის განმავლობაში იცავდა და შეძლო იშიდას ძალების შეკავება, მან მის ბატონს ტოკუგავას მისცა დრო, რომ შეეკრიბა საკუთარი არმია. ამან ძალზედ დიდი გავლენა მოახდინა ამ ფაქტის შემდგომ მალევე დაწყებულ სეკიგაჰარას ომში, რომელმაც საბოლოო გამარჯვება მოუტანა ტოკუგავა იეიასუს მისი ყველა კონკურენტიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
1623 წელს ციხე დაიშალა და მისი ბევრი ოთახები და შენობები მთელ იაპონიაში სასახლეებსა და ტაძრებში იქნა გადანაწილებული. კიოტოს რამდენიმე ტაძარში, როგორიცაა იოგენ-ინი (養源院), გენკო-ანი (源光庵) და ჰოსენ-ინი (宝泉院). მათ აქვთ სისხლით შეღებილი წარსული, ფუშიმის სასახლის დერეფანში ტორი მოტოტადამ და მისმა საზოგადოებამ თავი მოიკლეს.[3]
1912 წელს იმპერატორ მეიჯის საფლავი აიგო სასახლის თავდაპირველ ტერიტორიაზე. სასახლე 1964 წლამდე მეორედ აღარ აშენებულა, ხოლო 1964 წელს მისი ზუსტად მსგავსი სასახლე აიგო ძალიან ახლოს და რაც მთავარია ბეტონით. ახალი ნაგებობა გახდა მუზეუმი ტოიოტომი ჰიდეიოსის ცხოვრებისა და ომების შესახებ, ასევე იმავე ტერიტორიაზე იყო ძალზედ მიმზიდველი პატრა პარკი სახელწოდებით სასახლის მიწა„“, მაგრამ ის საზოგადოებისთვის 2003 წელს დაიხურა.[4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bryant, Anthony J. (2005). Sekigahara 1600: The Final Struggle for Power. Praeger Publishers.
- Schmorleitz, Morton S. (1974). Castles in Japan. Tokyo: Charles E. Tuttle Co., გვ. 78–80. ISBN 0-8048-1102-4.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- SengokuDaimyo.com : The website of Samurai Author and Historian Anthony J. Bryant. Accessed 4 April 2011.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-25. ციტირების თარიღი: 2017-01-06.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-06. ციტირების თარიღი: 2017-01-06.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-18. ციტირების თარიღი: 2017-01-06.
- ↑ http://www.japanese-castle-explorer.com/castle_profile.html?name=Fushimi