შინაარსზე გადასვლა

ქვიშაქვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვიშაქვა
ქვიშაქვა
ცნობები
ტიპი დანალექი

ქვიშაქვადანალექი ქანი, რომელიც შედგება თიხოვანი, კარბონატული, კაჟმიწოვანი ან სხვა შედგენილობის მასალით შეცემენტებული ქვიშის მარცვლებისაგან. მარცვლის სიდიდის მიხედვით განარჩევენ: წვრილმარცვლოვან (0,1-0,25 მმ), საშუალომარცვლოვან (0,25-0,5 მმ) და მსხვილმარცვლოვან (0,5 მმ) ქვიშაქვებს; მინერალური შედგენილობის მიხედვით — მონო და პოლიმინერალურ ქვიშაქვებს. სიმკვრივე 2250-2670 კგ/მ³, ფორიანობა — 0,69-6,7 %, წყალშანთქმა 0,63-6,0 %, ცეცხლგამძლეობა — 1700 °C-მდე. ჩვეულებრივ იყენებენ საშენ მასალად. კვარციან ქვიშაქვას კი, რომელიც შეიცავს 95%-ზე მეტ SiO2-ს — მინისა და ცეცხლგამძლე მასალების წარმოებაში, ფერად მეტალურგიაში და სხვა.

პოლიმიქტური სახესხვაობებიდან გამოიყოფა: არკოზი და გრაუვაკა.

pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy