შინაარსზე გადასვლა

შელეფტეო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
შელეფტეო
შვედ. Skellefteå

ქალაქის ცენტრალური მოედანი
გერბი

ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 64°45′00″ ჩ. გ. 20°57′00″ ა. გ. / 64.75000° ჩ. გ. 20.95000° ა. გ. / 64.75000; 20.95000
ფართობი 21,74 კმ²
მოსახლეობა 32 775 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1 507 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0910
ოფიციალური საიტი https://skelleftea.se
შელეფტეო — შვედეთი
შელეფტეო

შელეფტეო (შვედ. Skellefteå) — ქალაქი შვედეთში, ვესტრებოტენის ლენში. თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 32 775 ადამიანს შეადგენს.[1]

მიჩნეულია, რომ შელეფტეო ახ. წ. 1000 წელს დასახლდა საამისა და შესაძლოა ნაწილობრივ ფინელი ხალხებით.

მისი სახელი პირველად 1327 წელსაა ჩაწერილი როგორც შელეფთი, მაგრამ წარმომავლობა უცნობია. არქეოლოგებმა ამ არეალში 8000 წლის წინ მცხოვრები ადამიანების ნაშთები აღმოაჩინეს.

XIV საუკუნეში იყო შელეფტეოს გაქრისტიანების მცდელობა. მიუხედავად ამისა, ნორლანდის რეგიონი დანარჩენი შვედეთის გაქრისტიანებიდან რამდენიმე ასეული წლის შემდეგ გაქრისტიანდა, თუმცა ჩრდილოეთის ქალაქები, მათ შორის შელეფტეოც ჯერ კიდევ შეუღწეველი რჩებოდა. ამ დასახლებისადმი უცაბედად აღძრული ინტერესის საგანი იყო მის მიდამოებში ფართოდ გავრცელებული თევზი სალმონი, რადგან კათოლიკურ ეკლესიის მკაცრ დიდ მარხვაში ხორცს თევზით ანაცვლებდნენ.

ქალაქი თავის მხრივ ბევრად ახალგაზრდაა, ფაქტობრივად ყველაზე ახალგაზრდა ნორლანდის ქალაქებს შორის. იგი 1845 წელს დაარსდა.

XX საუკუნეში შელეფტეო ინდუსტრიულ და მოპოვებით ქალაქად გადაიქცა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 10 January 2012.
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy