ცენტრომერა
ცენტრომერა — ქრომოსომის უბანი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სპეციფიკური სტრუქტურა და ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა. ცენტრომერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედული ბირთვის გაყოფასა და გენთა ექპსრესიის კონტროლში.
ფუნქციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცენტრომერა მონაწილეობას იღებს დობილი ქრომატიდების შეკავშირებაში, კინეტოქორის ფორმირებაში, ჰომოლოგიური ქრომოსომები კონიუგაციასა და გენთა ექსპრესიის კონტროლში.
სწორედ ცენტრომერის უბანშია დაკავშირებული დობილი ქრომოსომები მიტოზის პროფაზასა და მეტაფაზაში და ჰომოლოგიური ქრომოსომების პირველი მეიოზური გაყოფის პროფაზასა და მეტაფაზაში. ცენტრომერებზე მიმდინარეობს აგრეთვე კინეტოქორების ფორმირება: ცილები, რომლებიც უკავშირდებიან ცენტრომერას, ქმნიან წერტილს გაყოფის თითისტარას მიკრომილაკების მისამაგრებლად მიტოზისა და მეიოზის ანაფაზასა და ტელოფაზაში.