შინაარსზე გადასვლა

საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ემბლემა
ასოციაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია
კონფედერაცია უეფა
მთავარი მწვრთვნელი ანატოლი ბიშოვეცი
(უკანასკნელი)
კაპიტანი ალექსეი მიხაილიჩენკო
(ევრო 92-ის შესარჩევი ტურნირი)
ყველაზე მეტი კეპი ოლეგ ბლოხინი (112)
ბომბარდირი ოლეგ ბლოხინი (42)
ფიფა-ს კოდი URS
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი 1 (ივლისი 1960)
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი 1 (1963–65, 1966, 1983–84, 1985–86, 1987, 1988)
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ 3–0 თურქეთი თურქეთის დროშა
(მოსკოვი, სსრკ; 16 ნოემბერი, 1924)
უდიდესი გამარჯვება
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ 11–1 ინდოეთი ინდოეთის დროშა
(მოსკოვი, სსრკ; 16 სექტემბერი, 1955)
ფინეთის დროშა ფინეთი 0–10 სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა
(ჰელსინკი, ფინეთი; 15 აგვისტო, 1957)
უდიდესი დამარცხება
ინგლისის დროშა ინგლისი 5–0 სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა
(ლონდონი, ინგლისი; 22 ოქტომბერი, 1958)
ბოლო საერთაშორისო
კვიპროსის დროშა კვიპროსი 0–3 სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა
(ლარნაკა, კვიპროსი; 13 ნოემბერი, 1991)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლა (პირველად 1958)
საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილი, 1966
ევროპის ჩემპიონატი
გამოსვლა (პირველად 1960)
საუკეთესო შედეგი ჩემპიონი, 1960

საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — ეროვნული საფეხბურთო გუნდი, რომელიც 1924–1991 წლებში საბჭოთა კავშირს საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებსა და შეხვედრებზე წარმოადგენდა. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებდა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია. ნაკრებმა საუკეთესო შედეგს საერთაშორისო ასპარეზზე 1960 წელს მიაღწია, როდესაც ევროპის ერთა თასი მოიპოვა.

საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 1991 წელს შეწყვიტა არსებობა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად. მისი სამართალმემკვიდრე გახდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც წარმოადგენდა იმ თერმეტ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას, რომლებიც გახდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრები და ასევე საქართველოს, რომელიც არ იყო ორგანიზაციის წევრი. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა — ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ, რომლებიც საქართველოს მსგავსად არ იყვნენ დსთ-ს წევრები, საკუთარი ეროვნული ნაკრებები ჩამოაყალიბეს და არ შეუერთდნენ დსთ-ს საფეხბურთო ნაკრებს. 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დსთ-ს ნაკრებმაც შეწყვიტა არსებობა და დსთ-ს ნაკრების წევრმა თორმეტივე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, საკუთარი ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები ჩამოაყალიბეს.

სსრ კავშირის ნაკრები 1927 წელს

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, რაც პირველ მსოფლიო ომთან, ოქტომბრის რევოლუციასთან და შემდგომ უკვე რუსეთის სამოქალაქო ომთან დაკავშირებული მოვლენებით იყო გამოწვეული, რუსეთის ნაკრები 1923 წელს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრების სახელით, მისივე დროშის ქვეშ შეიკრიბა. იმ დროს გუნდმა სამი შეხვედრა გამართა ევროპაში — ესტონეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ეროვნულ გუნდებთან და სამივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა (საერთო ანგარიშით 9–5).

რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებს, იგი პირველად 1924 წლის ბოლოს შეიკრიბა. პირველი საერთაშორისო მატჩი გუნდმა მოსკოვში, იმავე წლის 16 ნოემბერს, თურქეთის საფეხბურთო ნაკრებთან გამართა. შეხვედრა საბჭოთა ფეხბურთელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 3–0 დამთავრდა.

შემდგომი 11 წლის განმავლობაში (1925–1935) საბჭოთა კავშირის ეროვნულმა ნაკრებმა 40-ზე მეტი საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა, მათგან მხოლოდ ოთხი საშინაო. ამ შეხვედრათა უმრავლესობაში მათ მეტოქეებს თურქეთის სხვადასხვა ნაკრები გუნდები და წითელი სპორტული ინტერნაციონალის შემადგენლობაში შემავალი გერმანიის მშრომელთა სპორტული კავშირის გუნდები წარმოადგენდნენ (16–16 მატჩი). ამას გარდა, შეხვედრები ჩატარდა სკანდინავიისა და ავსტრიის საფეხბურთო კლუბებსა და მშრომელთა ნაკრებებთან, ასევე, ლატვიისა და ნორვეგიის ნაკრებებთან. ყველა ამ შეხვედრათა საერთო შედეგი — 32-ზე მეტი გამარჯვება (ლატვიის გუნდებთან ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა უცნობი რჩება), 5 ფრე და 2 წაგება. ჩატარებული შეხვედრების ფარგლებში ნაკრების საუკეთესო ბომბარდირები მიხეილ ბუტუსოვი[1] და ფიოდორ სელინი[2] გახდნენ.

  • მეოთხე ადგილი: 1966 (მწვრთნელი — ნიკოლაი მოროზოვი)
  • ჩემპიონი: 1956 (მწვრთნელი — გავრილ კაჩალინი)
  • ჩემპიონი: 1988 (მწვრთნელი — ანატოლი ბიშოვეცი)
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1972 (მწვრთნელი — ალექსანდრე პონომარიოვი)
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1976 (მწვრთნელი — ვალერი ლობანოვსკი)
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1980 (მწვრთნელი — კონსტანტინე ბესკოვი)

საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლების სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფინალური ტურნირები შესარჩევი ტურნირები
წელი შედეგი ადგილი გბ მბ შემადგენლობა ადგილი გბ მბ
ურუგვაის დროშა 1930 არ მონაწილეობდა არ მონაწილეობდა
იტალიის დროშა 1934
საფრანგეთის დროშა 1938
ბრაზილიის დროშა 1950
შვეიცარიის დროშა 1954
შვედეთის დროშა 1958 მეოთხედფინალი 7 5 2 1 2 5 6 შემადგენლობა 1/3* 5 4 0 1 18 3
ჩილეს დროშა 1962 მეოთხედფინალი 6 4 2 1 1 9 7 შემადგენლობა 1/3 4 4 0 0 11 3
ინგლისის დროშა 1966 4 ადგილი 4 6 4 0 2 10 6 შემადგენლობა 1/4 6 5 0 1 19 6
მექსიკის დროშა 1970 მეოთხედფინალი 5 4 2 1 1 6 2 შემადგენლობა 1/3 4 3 1 0 8 1
გერმანიის დროშა 1974 შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახა 1/3** 5 3 1 1 5 2
არგენტინის დროშა 1978 2/3 4 2 0 2 5 3
ესპანეთის დროშა 1982 მეორე ჯგუფური ეტაპი 7 5 2 2 1 7 4 შემადგენლობა 1/5 8 6 2 0 20 2
მექსიკის დროშა 1986 1/8 ფინალი 10 4 2 1 1 12 5 შემადგენლობა 2/5 8 4 2 2 13 8
იტალიის დროშა 1990 ჯგუფური ეტაპი 17 3 1 0 2 4 4 შემადგენლობა 1/5 8 4 3 1 11 4
სულ საუკეთესო: 4 ადგილი მონაწილეობა: 7/14 31 15 6 10 53 34 52 35 9 8 110 32
  • * — გაიმარჯვა დამატებით შეხვედრაში;
  • ** — ჩილეს ნაკრებთან გასამართ შეხვედრაზე გამოუცხადებლობის გამო ჩაეთვალა ტექნიკური წაგება.
ფინალური ტურნირები შესარჩევი ტურნირები
წელი შედეგი ადგილი გგ მგ შემადგენლობა ადგილი გგ მგ
საფრანგეთის დროშა 1960 ჩემპიონი 1 2 2 0 0 5 1 შემადგენლობა ნახევარფინალი 2 2 0 0 4 1
ესპანეთის დროშა 1964 ფინალისტი 2 2 1 0 1 4 2 შემადგენლობა ნახევარფინალი 4 2 2 0 7 3
იტალიის დროშა 1968 4 ადგილი 4 2 0 1 1 0 2 შემადგენლობა ნახევარფინალი 8 6 0 2 19 8
ბელგიის დროშა 1972 ფინალისტი 2 2 1 0 1 1 3 შემადგენლობა ნახევარფინალი 8 5 3 0 16 4
იუგოსლავიის დროშა 1976 შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახა 1/4 ფინალი 8 4 1 3 12 10
იტალიის დროშა 1980 4/4 6 1 3 2 7 8
საფრანგეთის დროშა 1984 2/4 6 4 1 1 11 2
გერმანიის დროშა 1988 ფინალისტი 2 5 3 1 1 7 4 შემადგენლობა 1/5 8 5 3 0 14 3
შვედეთის დროშა 1992 მონაწილეობდა როგორც დსთ-ს ნაკრები 1/5 8 5 3 0 13 2
სულ 1 ტიტული მონაწილეობა: 5/8 13 7 2 4 17 12 58 34 16 8 103 41

ნაკრების ფორმები წლების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1958–1989 საშინაო
0
0
მჩ–1966
(ჩრდ. კორეასთან)
0
1970
საშინაო
(ბელგიასთან)
0
1975
(ირლანდიასთან)
0
0
მჩ–1982
საშინაო
0
0
მჩ–1982
საგარეო
0
0
მჩ–1986
საშინაო
0
0
მჩ–1986
საგარეო
0
0
ევრო 1988
საშინაო
ევრო 1988
საგარეო
მჩ–1990
საშინაო
მჩ–1990
საგარეო
1991
საშინაო
1991
საშინაო
1991
საგარეო

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Михаил Павлович Бутусов (5 (17) июня 1900, Санкт-Петербург, Российская империя — 11 апреля 1963, Ленинград, СССР) — российский, советский футболист, хоккеист и футбольный тренер. Заслуженный мастер спорта СССР (1934).
  2. Фёдор Ильич Селин (23 февраля (7 марта) 1899, Тула, Тульская губерния, Российская империя — 8 октября 1960, Москва, РСФСР, СССР) — российский и советский футболист, полузащитник. Заслуженный мастер спорта СССР (1934).
  3. Rinat Fayzrakhmanovich Dasaev - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
  4. Anatoliy Vasilyevich Demyanenko - Goals in International Matches. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
  5. Vladimir Vasilyevich Bessonov - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
  6. Sergei Yevgenyevich Aleinikov - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტატა: „The outstanding Belarussian player obtained 81 international caps with two National Teams (77 for Soviet Union/CIS and 4 for Belarus).“ ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
  7. Oleg Protasov - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტატა: „The outstanding Ukrainian player obtained 69 international caps with two National Teams (68 for Soviet Union/CIS and 1 for Ukraine).“ ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
  8. Oleg Vladimirovich Kuznetsov - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტატა: „The outstanding Ukrainian player obtained 66 international caps with two National Teams (63 for Soviet Union/CIS and 3 for Ukraine).“ ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
  9. Vagiz Nazirovich Khidiyatullin - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
  10. Hennadyi Volodymyrovych Lytovchenko - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტატა: „The outstanding Ukrainian player obtained 61 international caps with two National Teams (57 for Soviet Union (as Gennadiy Vladimirovich Litovchenko) and 4 for Ukraine).“ ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
  11. Igor Leonidovich Chislenko - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
  12. Anatoliy Andreyevich Banishevskiy - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
  13. www.rusteam.permian.ru, Кашинцев Александр. Литовченко Геннадий Владимирович. Сборная России по футболу.
  14. Sergei Sergeyevich Salnikov - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
  15. Nikita Pavlovich Simonyan - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
  16. Ramaz Aleksandrovich Shengeliya - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
  17. Yuriy Vasilyevich Gavrilov - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
  18. საუკეთესო ბომბარდირები.
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy