შინაარსზე გადასვლა

The Edge of Glory

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„The Edge of Glory“
სინგლილედი გაგა
ალბომიდან Born This Way
გამოსვლის თარიღი 9 მაისი 2011
ჩაიწერა 2011
ჟანრი ელექტრო როკი, საცეკვაო პოპი, სინთპოპი
ხანგრძლივობა 5:20
ხმისჩამწერი ლეიბლი Interscope, Streamline, Kon Live
ავტორ(ებ)ი ლედი გაგა, ფერნანდო გერიბეი, DJ White Shadow[1]
პროდიუსერი ლედი გაგა, ფერნანდო გერიბეი
ლედი გაგა — სინგლების ქრონოლოგია
„Judas“
(2011)
The Edge of Glory
(2011)
„3-Way (The Golden Rule)“
(2011)

The Edge of Glory (ქართ. დიდების ზღვარზე) — ამერიკელ პოპ მომღერალ ლედი გაგას სიმღერა, მეორე სტუდიური ალბომიდან Born This Way (2011). სიმღერა ციფრული სინგლის სახით გამოვიდა 2011 წლის 9 მაისს ხოლო აშშ-ს რადიოეთერს დაემატა 2011 წლის 17 მაისიდან. იგი თავდაპირველად გამოვიდა, როგორც პრომო სინგლი, მაგრამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმატების შემდეგ გამოცხადდა, როგორც ალბომის მესამე სინგლი. სიმღერა დაწერილია გაგას, ფერნანდო გერიბეის და DJ White Shadow-ის მიერ. გაგას თქმით, სიმღერის ტექსტი შთააგონა ბაბუამისის გარდაცვალებამ, 2010 წლის სექტემბერში. სიმღერაში საქსოფონის სოლოს ასრულებს კლარენს კლემონსი.

სიმღერა დაწერილია ელექტრო როკის, სინთპოპის და საცეკვაო პოპის სტილში. მასში ასევე გამოყენებულია სინთეზატორი და საქსოფონი. სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან მიიღო დადებითი შეფასება - მას უწოდეს საუკეთესო ალბომიდან Born This Way. სიმღერა გამოსვლიდანვე იქცა საერთაშორისო ჰიტად, რამაც განაპირობა სინგლად გამოშცემა. ის მოხვდა თითქმის ყველა წამყვანი ჩარტის ათეულში,მათ შორის: ავსტრალიის, ბელგიის, კანადის, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, ესპანეთის და დიდი ბრიტანეთის ჩარტში. სიმღერამ ასევე ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მესამე ადგილი და გახდა გაგას რიგით მეათე სიმღერა, რომელიც მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის ათეულში.

გაგამ სიმღერაზე მაისის ბოლოს გადაიღო მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისურა ეკუთვნის შემოქმედებით ჯგუფ Haus of Gaga-ს. ვიდეოს პრემიერა გაიმართა 2011 წლის 16 ივნისს. ვიდეო მარტივი სახისაა და რადიკალურად განსხვავდება გაგას წინა ნამუშევრებისგან. მასში გაგა ცეკვავას და ქუჩაში მარტო დადის. ვიდეოში არ გამოიყენება რთული ქორეოგრაფია, მოცეკვავეების გუნდი და კოსტიუმების ხშირი ცვლა. გაგას მხოლოდ ერთი კოსტიუმი აცვია, რომელიც ეკუთვნის ვერსაჩეს. კრიტიკოსებმა ვიდეოს უწოდეს „მარტივი ვიდეო“ და შეადარეს მაიკლ ჯექსონის, ჯენეტ ჯექსონის და მადონას ნამუშევრებს. გაგამ სიმღერა შეასრულა ცოცხლად მრავალ მუსიკალურ დაჯილდოებაზე, სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალზე და სხვადასხვა გადაცემებში. ყველა შესრულება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

  • ციფრული ჩამონატვირთი[2]
  1. The Edge of Glory – 5:20
  • გერმანული CD სინგლი[3]
  1. The Edge of Glory (Radio Edit) – 4:20
  2. The Edge of Glory (Cahill Club Mix) – 7:26
  • The Edge of Glory – The Remixes[4]
  1. The Edge of Glory (Sultan & Ned Shepard Remix) – 6:34
  2. The Edge of Glory (Funkagenda Remix) – 7:53
  3. The Edge of Glory (Bare Noize Remix) – 3:48
  4. The Edge of Glory (Porter Robinson Remix) – 6:40
  5. The Edge of Glory (Cahill Club Remix) – 7:27
  6. The Edge of Glory (Foster The People Remix) – 6:10

კრედიტები და პერსონალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრედიტები აღებულია ალბომ Born This Way-ის ბუკლეტიდან.

გამოშვების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვეყანა თარიღი ფორმატი
ამერიკის შეერთებული შტატები[5] 9 მაისი, 2011 ციფრული ჩამონატვირთი
დიდი ბრტანეთი[5]
სამხრეთ კორეა[6] 10 მაისი, 2011
იტალია[7] 13 მაისი, 2011 რადიო
ბრაზილია[8] 16 მაისი, 2011 ციფრული ჩამონატვირთი
ამერიკის შეერთებული შტატები[9] 17 მაისი, 2011 რადიო
გერმანია[3] 8 ივლისი, 2011 CD სინგლი
იტალია[10] 12 ივლისი, 2011
ამერიკის შეერთებული შტატები[4] ციფრული ჩამონატვირთი – The Remixes
დიდი ბრიტანეთი[11] 19 ივლისი, 2011 CD სინგლი
პოლონეთი[12] 22 ივლისი, 2011
ტაივანი[13]
  1. Edge of Glory (Legal Title) – BMI Work #12871270. Broadcast Music Incorporated. House of Gaga Publishing. Sony/ATV Songs LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-13. ციტირების თარიღი: 2011-05-21.
  2. Lady Gaga – The Edge Of Glory – Single. iTunes. ციტირების თარიღი: 2011-05-12.
  3. 3.0 3.1 The Edge of Glory (2-Track): Lady Gaga: Amazon.de: Musik. Amazon.com (2011-07-08). ციტირების თარიღი: 2011-07-05.
  4. 4.0 4.1 Amazon.com: The Edge Of Glory: Lady Gaga: MP3 Downloads. Amazon.com. ციტირების თარიღი: 2011-07-09.
  5. 5.0 5.1 Lady Gaga – Edge Of Glory Premiere. WKST-FM (2011-05-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-07. ციტირების თარიღი: 2011-05-05.
  6. The Edge of Glory. Universal Music Korea. Universal Music Group. ციტირების თარიღი: May 20, 2011.
  7. Playlist RDS Lady Gaga – The Edge of Glory Italian. RDS.it. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-13. ციტირების თარიღი: 2011-05-13.
  8. Destaques – Músicas – Terra Sonora. Terra Sonora. ციტირების თარიღი: 2011-08-21.
  9. Top 40/M Future Releases. All Access Media Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-11. ციტირების თარიღი: 2012-05-09.
  10. Lady Gaga – The Edge of Glory – cd di Lady Gaga Italian. Internet Book Store (2011-07-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-27. ციტირების თარიღი: 2011-06-26.
  11. UK Release of The Edge of Glory. Amazon.co.uk. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
  12. Empik Muzyka: Born This Way Polish. Empik Stores Ltd. ციტირების თარიღი: 2011-07-18.
  13. Lady Gaga / 榮耀極限 (單曲) Mandarin. The Taiwan Book Knowledge. ციტირების თარიღი: 2011-07-24.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy