შინაარსზე გადასვლა

დიდებული

ვიქსიკონი გვერდიდან

ქართული

[რედაქტირება]

დიდებული

[რედაქტირება]

ეტიმოლოგია

[რედაქტირება]

მიმღეობა, რომელიც მიღებულია დიდება ფუძეზე -ული ბოლოსართის დართვით.

წაკითხვა

[რედაქტირება]

მნიშვნელობა

[რედაქტირება]
  1. ღირსშესანიშნავი, დიადი; ჩინებული.
    დიდებული დღეა!
    „ჩვენ, ქართველებს, სამართლიანად მოგვაქვს თავი მით, რომ ეგ დიდებული პოემა.“
    ➤ სინონიმები: ღირსშესანიშნავი, ჩინებული, დიადი
    ➤ ანტონიმები: უმნიშვნელო
  2. მშვენიერი, არაჩვეულებრივი, წარმტაცი, საუცხოო; წარმოსადეგი.
    დიდებული ქალბატონი.
    „გრძელი ფაფარი ლომს თავსა და ბეჭებზე სქლად აყრია და დიდებულ სახეს აძლევს.“
    ➤ სინონიმები: მშვენიერი, არაჩვეულებრივი, წარმტაცი, საუცხოო
    ➤ ანტონიმები: ულამაზო, უშნო, ჩვეულებრივი
  3. ზომით, მოცულობით დიდი.
    დიდებული ოჯახი
    „ძმები გაიყარნენ და ერთი დიდებული ოჯახის ნაცვლად სამი პატარა ოჯახი შექმნეს.“
    ➤ სინონიმები: დიდი
    ➤ ანტონიმები: პატარა, მცირე
არსებითი სახელი
[რედაქტირება]
  • დამარცვლა: დი·დე·ბუ·ლი, მრ. რ. დი·დე·ბუ·ლე·ბი, დი·დე·ბულ·ნი
  1. ფეოდალურ საქართველოშიგანდიდებული, წარჩინებული, დაწინაურებული, დიდი ხელისუფლებით აღჭურვილი, მაღალი თანამდებობის პირი, დიდი მოხელე.
    დიდებულები და გლეხები. დიდებულთა აჯანყება
    „ჭაღარა დიდებულებმა ფეხი ფეხს მიადგეს და თავები დახარეს.“
    ➤ სინონიმები: დიდგვარი
    ➤ მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები: არისტოკრატი, წარჩინებული, აზნაური, თავადი, მოხელე
    ➤ ანტონიმები: გლეხი

წარმოებული ლექსიკა

[რედაქტირება]
➤ წარმოებული სიტყვები: უდიდებულესი, უდიდებულესობა
➤ შესიტყვებები: მისი უდიდებულესობა

თარგმანები

[რედაქტირება]

წყაროები და რესურსები

[რედაქტირება]
  • ნეიმანი ალ., ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, მესამე გამოცემა, თბ.: „განათლება“, 1978, გვ. 162.
  • სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული : [ორტომეული], ტ. 1, თბილისი: „მერანი“, 1991, გვ. 220.
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy