Content-Length: 314277 | pFad | http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9D

აპაიაო - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

აპაიაო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
აპაიაო
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი კაბუგაო
შიდა დაყოფა კალანასანი, კონერი, ფლორა, კაბუგაო, ლუნა, პუდტოლი და სანტა-მარსელა
კოორდინატები 17°45′00″ ჩ. გ. 121°15′00″ ა. გ. / 17.75000° ჩ. გ. 121.25000° ა. გ. / 17.75000; 121.25000
მმართველი Eleonor Bulut Begtang
დაარსდა 9 მაისი, 1907[1]
ფართობი 4413.35 კმ²
მოსახლეობა 124 366 (1 მაისი, 2020)[2]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 74
საფოსტო ინდექსი 3807–3814
ოფიციალური საიტი http://www.apayao.gov.ph/
აპაიაო — ფილიპინები
აპაიაო

აპაიაო (ილოკ: Probinsia ti Apayao) — ჩაკეტილი პროვინცია კორდილიერის ადმინისტრაციულ რეგიონში, ლუსონზე. პროვინციის დედაქალაქია კაბუგაო.

პროვინციის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით კაგაიანი მდებარეობს, დასავლეთით — აბრა და ჩრდილოეთი ილოკოსი, ხოლო სამხრეთით — კალინგა. 1995 წლამდე კლაინგა და აპაიაო ერთ პროვინციაში ერთიანდებოდა და კალინგა-აპაიაო ეწოდებოდა, თუმცა ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით გაიყო.

2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 119 184 ადამიანს შეადგენს, ხოლო ფართობი 4 413.95 კმ²-ია.[3] აპაიაოს ფილიპინების პროვინციებს შორის მოსახლეობის სიმჭიდროვის ყველაზე დაბალი მაჩვენებლი აქვს.

მართალია აპაიაო თავდაპირველად კაგაიანის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ იგი კორდილიერის ერთ-ერთი პირველი ადგილი იყო, სადაც ესპანელები დასახლდნენ.[4] რეგიონი, რომელიც ისნეგი ტომებით იყო დასახლებული, ესპანელებს არ ემორჩილებოდნენ XIX საუკუნემდე. ყველაზე ადრე 1610 წელს დომინიკელთა ორდენმა დღევანდელ ქალაქ პუდტოლის ადგილას პირველი მისია გაგზავნა. 1684 წელს ბერებმა კიდევ ერთხელ სცადეს ადგილობრივთა მოქცევა და დღევანდელი კაბუგაოს ადგილას ეკლესია დააარსეს.

1891 წელს ესპანელებმა კაგაიანში აპაიაოსა და კაბუგაოანის საკომენდანტოები დააარსეს, რომლებიც დღევანდელი აპაიაოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს ფარავდა.[4][5][6] საკომენდანტოებმა ძლიერი მმართველობა ვერ დაამყარეს და ესპანეთის მთავრობა მხოლოდ მცირედ აკონტროლებდა ტერიტორიას.

ამერიკელბმა 1908 წლის 13 აგვისტოს მთის პროვინცია დაარსეს და აპაიაო ამბურაიანთან, ბენგეტთან, ბონტოგთან, იფუგაოსთან, კალინგასა და ლეპანტოსთან ერთად ახლად შექმნილი პროვინციის ქვეპროვინციებად გამოცხადდა.[5][6][7]

მდინარე დიბაგატი კაბუგაოში

პროვინცია ძირითადად ცენტრალური კორდილიერის მთებში მდებარეობს. პროვინციას რამდენიმე მდინარე სერაცს. აპაიაოს ფართოი 4 413.35 კმ²-ია. იგი კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით კაგაიანი ესაზღვრება, დასავლეთით — ჩრდილოეთი ილოკოსი, სამხრეთ-დასავლეთით — აბრა, ხოლო სამხრეთით — კალინგა.

კორონას კლიმატის კლასიფიკაციით, ფილიპინები III ტიპის კლიმატურ ზონაში მდებარეობს, რომლის დროსაც მშრალი და წვიმების სეზონი გამოხატულია. მშრალი სეზონი ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება, ხოლო წვიმების სეზონი წელიწადის დანარჩენ დროს. ყველაზე ნალექიანი თვეები დეკემბერი, იანვარი და თებერვალია, ხოლო მაისი ყველაზე თბილია.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპაიაოს პროვინცია 7 მუნიციპალიტეტისგან შედგება, რომლებიც ერთ საკანონმდებლო რაიონში ერთიანდება.[3]

აპაიაოს 7 პროვინცია 133 ბარანგაისგან შედგება. მოსახლეობის რაოდენობით პირველ ადგილზე კონერის მუნიციპალიტეტში მდებარე მალამისბარანგაია (2015 წლის აღწერით), ხოლო ბოლო ადგილზე კალანასანის მუნიციპალიტეტში მდებარე ელეასარის ბარანგაი.

აპაიაოს პოლიტიკური რუკა

2015 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა 199 184 ადამიანს შეადგენს, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე 27 ადამიანი ერთ კვადრატულ კილომეტრზე.

2000 წლის აღწერით (მთლიანი მოსახლეობის რაოდენობა 97 058 ადამიანი იყო), პროვინციის მოსახლეობის 50.82%-ს (49,328) ილოკანოები, ხოლო მოსახლეობის თითქმის 1/3, 29 071, 29.95% ისნაგები შეადგენდნენ. სხვა ეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენდნენ: მალაეგები — 3.69% (3 580), ისნეგები — 3.48% (3 380), კალინგები — 3.08% (2 992), კანკანაიები — 1.24% (1 208), ბონტოკები — 1.04% (1 014) და იბალოიები — 1.01% (979).[8]

ისნაგების ორი ქვეჯგუფი გამოიყოფა: იმანდაიები, რომლებიც ძირითადად კალანასანის მუნიციპალიტეტში არიან კონცენტრირებული და იმალოდები, რომლებიც პროვინციის სხვა ქალაქებში არიან გაფანტული. ისნაგების ეთნიკური ჯგუფის ნაწილი ჩრდილოეთ ილოკოსის და კაგაიანის პროვინციებში ცხოვრობს.

აპაიაოს ეკონომიკის წამყვანი სექტორი სოფლის მეურნეობაა. 2011 წელს ბრინჯის წარმოების მოცულობა 98 489 ტონას გაუტოლდა. აპაიაოს ნაწილი ფილიპინების კორდილიერის მთიანეთის ბრინჯის ტერასების ნაწილია.[9] პროვინციის სოფლის მეურნეობის მთავარი პროდუქტებია: ბრინჯი,[10] სიმინდი,[11] ყავა, ფესვის კულტურები და ბოსტნეული. წარმოებულ ხილს შორის აღსანიშნავია: ციტრუსი, ბანანი, არაქისი, დურიო, რამბუტანი, ქოქოსი და მანგოსტანი.[12]

სოფლის მეურნეობის შემდეგ ეკონომიკის წამყვანი დარგებია ცხოველებისა და ფრინველების მოშინაურება, როგორიცაა: ღორი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხა და ცხვარი. განვითარებულია საკვების წარმოების, ავეჯისა, ხელსაქმისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთების წარმოების სფერო.[13] აპაიაოს პროვინციის მკვიდრებს კალათების, ნაქსოვი და ტექსტილისგან ნივთების დამზადების მდიდარი ტრადიცია აქვთ.[14]

  1. Section 4 // Act No. 1642
  2. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  3. 3.0 3.1 List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 April 2016. ციტირების თარიღი: 5 March 2020.
  4. 4.0 4.1 History. ციტირების თარიღი: 18 January 2015.
  5. 5.0 5.1 Benguet History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 October 2014. ციტირების თარიღი: 1 January 2015.
  6. 6.0 6.1 Historical Background. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 January 2015. ციტირების თარიღი: 18 January 2015.
  7. Ingles, Raul Rafael (2008) 1908 :The Way it Really was : Historical Journal for the UP Centennial, 1908-2008. Diliman, Quezon City: University of the Philippines Press, გვ. 330. ISBN 9715425801. ციტირების თარიღი: 19 January 2015. 
  8. Apayao: Three Out of Five Academic Degree Holders Were Females; Table 4. Household Population by Ethnicity and Sex: Apayao, 2000 (12 July 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 June 2006. ციტირების თარიღი: 17 December 2015.
  9. Malingan, Jamie Joie. Survival and Identity: The Cordillera Rice Terraces in the 21st century en. ციტირების თარიღი: 2020-06-21
  10. „DA allots P278M for irrigation, agri projects in Apayao“. Official Gazette of the Republic of the Philippines. Department of Agriculture. 15 June 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2021. ციტირების თარიღი: 23 April 2016. ციტატა: „Last year, Apayao produced a total of 98,489 metric tons of palay (paddy rice), according to the DA’s Bureau of Agricultural Statistics. The volume is equivalent to 64,017 MT of rice at 65 percent milling recovery.“
  11. Vanzi, Sol Jose (28 April 1998). „Apayao Secret: Drought-Resistant Corn“. Newsflash.Org. ციტირების თარიღი: 23 April 2016.
  12. Galvez, James Konstantin (14 January 2014). „Government agri program to promote Apayao’s wild fruits“. The Manila Times. ციტირების თარიღი: 23 April 2016. ციტატა: „The province of Apayao is host to some of the country’s indigenous crops including: lubeg, bignay, bignay kalabaw, calumpit, saging matsing, other than the fruit-bearing trees like durian, marang, lanzones, rambutan, pineapple, mangosteen, coconut, santol, among others.“
  13. „Apayao producers open new markets in cities“. Philippine Information Agency. 5 December 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 23 April 2016.
  14. Ocampo, R. O. (2009). „Tapping the potentials of the weaving industry in Apayao [Philippines]“. Journal of ISSAAS [International Society for Southeast Asian Agricultural Sciences] (Philippines) (English).








ApplySandwichStrip

pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


--- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

Fetched URL: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9D

Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy