შინაარსზე გადასვლა

ათფეხა კიბოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ათფეხა კიბოები

Homarus americanus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  კიბოსნაირნი
რიგი:  ათფეხა კიბოები
ლათინური სახელი
Decapoda

ათფეხა კიბოები (ლათ. Decapoda) — რიგი უმაღლეს კიბოსნაირთა კლასისა. მათთვის დამახასიათებელია თავთან შეზრდილი მკერდის წინა 3 სეგმენტი, რომელთა კიდურებსაც მოძრაობითი ფუნქცია დაკარგული აქვს და ყბაფეხებად არის ქცეული. მათი საშუალებით ცხოველი საჭმელს პირის ხვრელისკენ მიმართავს. ათფეხა კიბოები მოძრაობენ მხოლოდ მკერდის უკანა 5 წყვილი კიდურებით (აქედან წარმოდგება რიგის სახელიც).

ათფეხა კიბოები სხვადასხვა ზომისა არიან: მაგ., ღრმა ზღვის გიგანტური კიბორჩხალას გაშლილი ფეხების წვეროებს შორის მანძილი 3 მ აღემატება. კამჩატკური კიბორჩხალას ჯავშანი 25 სმ-მდე სიგანისაა. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა ათფეხა კიბოები ცალსქესიანები არიან. იკვებებიან ცხოველებით, მცენარეებითა და მძორით.

მრავალი სახეობა ზოგიერთი პარაზიტული ჭიის შეამავალი მასპინძელია. ცნობილია ათფეხა კიბოების 8500-მდე სახეობა. უმრავლესობა ბინადრობს ზღვებსა და ოკეანეებში, ზოგი — მტკნარ წყალში, ზოგი ტროპიკული სახეობა კი — ხმელეთზე. ზღვის ათფეხა კიბოებით იკვებებიან ნაირგვარი სარეწაო თევზები და ფარფლფეხიანები. ათფეხა კიბოები მთელ მსოფლიოში არიან გავრცელებული. შავ ზღვაში გვხვდება მათი 36 სახეობა. საქართველოში არსებულ სახეობათაგან აღსანიშნავია ქუთაისური გვერდულა (Troglocaris kutaisiana — ნაპოვნია ქუთაისის მახლობელ მღვიმეებში) და კოლხური კიბი (Astacus colchicus — გვხვდება რიონის აუზში). ათფეხა კიბოებს სარეწაო მნიშვნელობა აქვს (მსოფლიოში წლიური რეწვა 1 მლნ.-მდე ტ-ს შეადგენს). მის ზოგ სახეობას ზიანი მოაქვს მეთევზეობისათვის.

pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy