კოტანტენი
იერსახე
კოტანტენი | |
---|---|
კოორდინატები: 49°30′ ჩ. გ. 1°30′ დ. გ. / 49.500° ჩ. გ. 1.500° დ. გ. | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
სიმაღლე | 191 მ |
სიგრძე | 100 კმ |
კოტანტენი (ფრანგ. Cotentin) — ნახევარკუნძული ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში, მანშის დეპარტამენტში. შემოსაზღვრულია სენისა და სენ-მალოს ყურებითა და ლა-მანშის სრუტით. კოტანტენი არმორიკის მასივის ნაწილია (პარიზის აუზთან მიბჯენილი ვაკის გამოკლებით).[1]
ნაპირები ძირითადად დაბალია, სუსტად დანაწევრებული, დასავლეთით ალაგ-ალაგ კლდოვანი. აგებულია უმეტესწილად ქვიშაქვებით, გრანიტებითა და ფიქლებით. ზედაპირი ტალღოვანი ვაკეა. სიმაღლე 191 მ. დანაწევრებულია მდინარეთა ხეობებითა და ხევებით. ჰავა ზღვისაა, ზომიერი.[2]
გვხვდება მდელოები და მანანიანი. ჩრდილოეთით არის ნახევარკუნძულის უდიდესი ქალაქი და ნავსადგური შერბურ-ან-კოტანტენი. მისდევენ მესაქონლეობასა და მებაღეობას. კოტანტენი ცნობილია აგრეთვე შერბურის ნახევარკუნძულის სახელწოდებით.[3]