შინაარსზე გადასვლა

ოპერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოპერა (მრავალმნიშვნელოვანი).
ლა სკალა. მილანი, იტალია — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერის თეატრი.

ოპერა (იტალ. opera) — თეატრალური წარმოდგენის მხატვრულ-დრამატული ფორმა, რომელშიც მოქმედება ძირითადად მუსიკით (სიმღერითა და აკომპანემენტით) სრულდება. ოპერა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თხზულებას. ოპერა სინთეზური ჟანრია და აერთიანებს მუსიკის, დრამატურგიას, მხატვრობისა და ქორეოგრაფიის ელემენტებს. ოპერის საორკესტრო შესავალს ჰქვია უვერტიურა (თუ ის სონატურ ფორმაშია დაწერილი). ოპერის ტექსტს ჰქვია ლიბრეტო, ხოლო ოპერის მოქმედებებს — აქტები. ოპერაში გვხვდება მელოდიას მოკლებული სიტყვიერი ტექსტი, რომელსაც რეჩიტატივი ეწოდება, არია, რომლითაც ოპერაში მომღერალი თავის გრძნობებს გადმოგვცემს, სიმღერა, კავატინა, კანცონა, ანსამბლური ნომრები, გუნდები. ოპერა შეიძლება იყოს უწყვეტი განვითარების პრინციპზე ან დასრულებული ფორმების, ნომრების მონაცვლეობაზე (იშვიათად ორივეზე ერთად) აგებული.

ორფეოსის და ევრიდიკეს ილუსტრაცია, 1764 წ.

ოპერა პირველად რენესანსის დროინდელ იტალიაში გამოჩნდა, როგორც გართობის ელემენტი. მან ხალხში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ევროპის სხვა ქვეყნებიც დაიპყრო.

რენესანსის პერიოდში ადამიანებს მოსწონდათ ყველაფერი, რასაც კი საერთო ჰქონდა ანტიკურ საბერძნეთთან და რომთან. ასე რომ, როდესაც ფლორენციაში სწავლულთა, პოეტთა და მუსიკოსთა ჯგუფები მათი დროის დრამის შექმნის გზებს ეძებდნენ, აზრად მოუვიდათ ძველი ბერძნებისათვის მიებაძათ, რომლებიც, როგორც მათ სჯეროდათ, კი არ ლაპარაკობდნენ, არამედ მღეროდნენ. 1597 წელს ასე შეიქმნა საოპერი ჟანრის პირველი ნიმუში „დაფნე“ ჯაკოპო პერის მუსიკაზე. „დაფნეს“ მალევე მოჰყვა პერის მეორე ოპერა „ევრიდიკე“, რომელიც 1660 წელს დაიდგა. ეს მუსიკალური დრამები (სწორედ ასე ერქვა მაშინ ამ ჟანრს, ტერმინი „ოპერა“ მხოლოდ XVIII საუკუნეში შემოდის) თავისი ექსპერიმენტული ხასიათის გამო მხოლოდ ხელოვანთა და არისტოკრატთა ვიწრო წრეში საჩვენებლად იყო განკუთვნილი. მართალია, ეს ქმნილებები ჯერ კიდევ შორს იყო იმისგან, რასაც კლასიკური გაგებით საოპერო ნაწარმოები ჰქვია, თუმცა სწორედ აქ მოხდა პირველად თეატრის ისტორიაში ის, რამაც საფუძველი ჩაუყარა ოპერის განვითარებას: სპექტაკლი მთლიანად მუსიკალური თანხლებით სრულდებოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ოპერა ანტიკური ტრაგედიის მიბაძვა იყო, პირველი ოპერების უმრავლესობა ანტიკური მითების სიუჟეტებზეა შექმნილი. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ოპერა ცდება ანტიკური ტრაგედიის ჩარჩოებს და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. მისი ლიბრეტოებიც აღორძინების ეპოქისთვის დამახასიათებელ მოარულ სიუჟეტებზე იქმნება და საოპერო ნაწარმოებებსაც უკვე ოპერისთვის სპეციალურად აგებულ შენობებში დგამენ. ანტიკური თემატიკისკენ შემობრუნება XVIII საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება ჰენდელისა და გლუკის ნაწარმოებებით. ახალი ოპერის დაბადება სწორედ გლუკის „ორფეოსსა და ევრიდიკეს“ უკავშირდება.

სწორედ გლუკის რეფლექსიაა მოცარტის, როსინის, ვერდის, ვაგნერისა და რიხარდ შტრაუსის შემოქმედება.

მსოფლიოს საოპერო თეატრებია:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy